-მომენატრე
ჰარი თვალებგაფართოებული უყურებდა მესიჯს. მალევე სამზარეულოდან ამელია გამოვიდა თან ბოლოხმაზე იცინოდა რადგან ნაილი მისი და ჰარის ძველ მოგონებებს უყვებოდა
-ამელია მივდივართ - თქვა ჰარიმ მკაცრად და ფეხზე წამოდგა
-სად?
-სახლში - კარებისკენ გაემართა და ამელიაც მას გაყვა
-კარგი
-აუ კიდე ცოტახანი დარჩით რა- ნაილმა დაიბუზღუნა. ამელია მასთან მივიდა და ჩაეხუტა
-ხვალ ჩემთან გამო და ბრაუნს გამოგიცხობ
-მართლა? - თვალებგაბრწყინებულმა გახედა მას - მაშინ კარგი ნახვამდის - ამელიას გაეცინა და შემდეგ ლუის გადაეხვია
-ნახვამდის ბიჭებო - ამელიამ წესიერად ვერ მოახერხა დამშვიდობება რადგან ჰარიმ სახლიდან სწრაფად გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა
-ჰარი რა გჭირს? რახდება?
-რახდება - ჩაიცინა ჰარიმ - ამას წესით მე უნდა გეკითხებოდე ამელია - გზისთვის თვალი არ მოუშორებია ჰარიმ ისე უთხრა
-ჰარი - ამელიამ ხელო ხელზე დაადო მაგრამ ჰარიმ უხეშად მოიშორა. ამელიას ეწყინა მისი ეს საქციელი მაგრამ ხვდებოდა რომ ჰარი ახლა ძალიან იყო გაბრაზებული და გადაწყვიტა ხმა არ ამოეღო. მთელი გზა ჩუმად იყვნენ ბოლოს ჰარიმ მანქანა სახლის წინ გააჩერა. სწრაფად გადმოვიდა და ამელიაც სწრაფადვე გადმოიყვანა. მის ბინაში შევიდნენ. ჰარი მაქსიმალურად ცდილობდა თავი შეეკავებინა და აქაურობა ერთი ხელის მოსმით არ დაენგრია
-ჰარი გამაგებინებ რა ხდება? - ანერვიულებულმა კითხა ამელიამ. ჰარიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და მესიჯები გახსნა შემდეგ კი ამელიას დაანახა
-ეს ვინ ჩემი ყ*ეა? - მშვიდად კითხა ჰარიმ. ამელია ამას არ ელოდა.
-ჰარი ... ეს
-ნუ ბლუყუნებ. თქვი ვინააა ეს დედააფეთქებული - ჰარიმ ტელეფონი კედელს მიანარცხა მაგრამ ძალიან არა რომ დამსხვრეულიყო
-ჰარი ... მე ... ა...არვიცი - ამელია შეშინებული იყო ჰარის ესეთ მდგომარეობაში დანახვის გამო
-რას ქვია არ იცი? რას - ბოლო ხმაზე დაიყვირა ჰარიმ
-ნუ მიყვირი - არც მან დააკლო ყვირილი - გითხარი არ ვიცითქო. დღეს მომწერა პირველად როდესაც გასახდელში ვიყავი - ამელიამ ტელეფონი აიღო რომელსაც ეკრანი გატეხილი ქონდა მაგრამ მადლობა ღმერთს ჯერ კიდევ მუშაობდა რომ ჰარისთვის მესიჯები ენახებინა - აი ნახე - სახესთან მიუტანა ჰარის - წაიკითხე ეს მესიჯები და იმედია გაიგებ რო აზრზე არ ვარ ეს ვინ ჩემი ფეხებია და შენ არ გღალატობ - გაბრაზებულმა დაუყვირა ამელიამ და მისი სახლიდან გამოვარდა. კიბეებს ჩაუყვა და მის ბინაში შევიდა. საშინლად გაბრაზებული იყო. სააბაზანოში შევიდა და წყლის ქვეშ დადგა. შედარებით დაწყნარდა. მალევე გამოვიდა პირსახოცით. საღამური გადაიცვა და ლოგინში დაწვა.