6

463 26 0
                                    

-ჩემთან დაიწყე მუშაობა
-რაა?
-ხო მშვენიერი ტანი გაქ და ასევე ულამაზესი ხარ. შეგიძლია მოდელად დაიწყო მუშაობა მე კი შენი ფოტოგრაფი ვიქნები - გოგონას ესიამოვნა მისი სიტყვები და ამავდროულად ააწითლა
-ჰარი მართლა არ ვიცი
-სამსახური ხო გჭირდება
-ხო
-ხოდა გაემზადე ხვალ დილით გამოგივლი და გასაუბრებაზე წაგიყვან. თანაც ძალიან კარგი ანაზღაურებაა.
-ხო კარგი წამოვალ დიდად არამგონია რომ ამიყვანონ მაგრამ ვცდი.
-დარწმუნებული ვარ აგიყვანენ. შენნაირი გოგოს გაშვება კარგს არაფერს მოუტანთ - საყვარლად გაუღიმა ჰარიმ გოგონა კი ისევ აწითლდა. ბიჭს კიდევ უფრო გაუფართოვდა ღიმილი მისი აწითლებული ლოყების დანახვისას.
-კარგი მე უკვე გავალ მადლობა ყველაფრისთვის
-მოიცა სად მიდიხარ
-სახლში. სხვაგან სად უნდა წავიდე
-აჰა ანუ სახლში. მერე იქ რითი შედიხარ?
-ჯანდაბა გასაღები არ მაქ. მეორე გასაღები კი მაქ მარა შიგნით
-ხო ხოდა დღეს დარჩი ჩემთან ხვალ კი ხელოსანს მოვიყვან და გაგიღებს - გოგონამ გაუღიმა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად
-კარგი ეხა სამსახურში უნდა წავიდე. უფროსსაც დაველაპარაკები შენზე და ხვალ გასაუბრებაზე წავიდეთ. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში
-კარგი ძალიან დიდი მადლობა ჰარი - ბიჭმა მას გაუღიმა და სახლი დატოვა. ამელია კი მოწყვეტით დაეშვა მდივანზე და ტელევიზორი ჩართო.

  დღემ უაზროდ ჩაიარა. ამელიას ტელევიზორში ფილმების ყურების მეტი არაფერი უკეთებია. ბოლოს გადაწყვიტა რაიმე მოემზადებინა. სამზარეულოში გავიდა და დაიწყო კეთება სპაგეტის, ხორცის ბურთულებით. თითქმის მზად ქონდა როდესაც კარების გაღების ხმა გაიგო.
-მოვედი - ჰარი სამზარეულოში შევიდა და რადროსაც იქ მოფუსფუსე ამელია დაინახა გაეღიმა.
-რა კარგი სურნელი ტრიალებს ჩემს სამზარეულოში
-სპაგეტი გავამზადე იმედია გიყვარს
-ვგიჟდები - ამელიამ თეფში წინ დაუდო ჰარი კი როგორც მშიერი მგელი ისე დააცხრა საჭმელს.
-უგემრიელესი იყო. ოქროს ხელები გაქვს
-მადლობა - ამელიამ ალაგება დაიწყო
-მოიცა მეც მოგეხმარები
-არა იყოს ჩემითაც მივხედავ
-ამელიააა - სიტყვა საყვარლად გაწელა ბიჭმა. ამელიას ჩაეცინა და ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. ბიჭი გვერდით ედგა და ამშრალებდა. ამავდროულად საუბრობდნენ. ბიჭი მას რაღაც ხუმრობებს უყვებოდა რაზეც ამელია სიცილს ვერ იკავებდა და მთელ სახლში მისი სიცილის ხმა ისმოდა. ჰარის კი ეს ხმა სასიამოვნოდ ჩაესმოდა ყურში. ამელიას მიმართ რაღაც უჩვეულოს გრძნობდა პირველივე შეხვედრიდან. მალევე დაასრულეს და სამზარეულოდან მისაღებში გადაინაცვლეს.
-უკვე გვიანია არ გეძინება?
-კი დღეს ძაან დავიღალე სამსახურში - ჰარი მდივნიდან წამოდგა და ამელიას ოთახისკენ გაუძღვა
-აი აქ დაიძინე ამ ოთახში სააბაზანოცაა შეგიძლია იმით ისარგებლო - საწოლის მოპირდაპირე კარისკენ მიუთითა გოგონას - უი ერთი წუთით - ჰარი ოთახიდან გავიდა და მის საძინებელში შევიდა კარადასთან მივიდა და თავისი მაისური გამოიღო. შემდეგ კი ამელიასთან დაბრუნდა ოთახში
-აი ეს აიღე ამითი უფრო კომფორტულად იქნები - ამელიამ მაისური გამოართვა და მადლობა გადაუხადა
-ძილინებისა ამელია
-ძილინებისა ჰაზ - ჰარიმ ვეღარ მოითმინა და ტუჩის კუთხეში აკოცა მას შემდეგ კი მომღიმარი გავიდა ოთახიდან და რა დროსაც კარი დაკეტა მაშინვე ამელიას სიტყვები გაახსენდა. ჰაზ. მან მოფერებითი სახელი დაუძახა. წამით დაჰიპნოზებული იყურებოდა ბოლოს კი ისე დიდზე გაეღიმა რომ ოცდათორმეტივე კბილი გამოაჩინა. მისი საძინებლისკენ ბედნიერი წავიდა და ამღამით ტკბილად დაეძინა

ლიფტიМесто, где живут истории. Откройте их для себя