19

456 20 13
                                    

-ღმერთო ამელია - ნაილი ატირებულ ამელიას მოეხვია
-მე დედა ვხდები - ამოიჩურჩულა მან
-ჰარი კიდე მამა - თქვა ჩუმად ნაილმა ბოლოს კი ბოლო ხმაზე დაიყვირა - ჯანდაბა ჰარი მამა ხდება
-ნაილ ჩუმად
-არ ვუთხრათ ყველას?
-რა ჯერ არა. ჯერ ჰარის ვეტყვი და მერე დანარჩენებს
-კარგი შენ როგორც გინდა
-კარგი გავიდეთ ეხა მალე თორმეტი გახდება და ჩვენ აქ შევხვდებით ახალ წელს - ჩაიცინა ამელიამ. მისაღებში გავიდნენ
-ამდენხ ხანს სად იყავით?
-ჰარიმ დარეკა და მას  ვესაუბრებოდით - უთხრა ნაილმა.
-ათი - უეცრად დაიყვირა ალექსმა
-ცხრა - ეხლა ლიამმა
-რვა - ნაილმა
-შვიდი - ამელიამ
-ექვსი - ელისმა
-ხუთი - მაქსმა
-ოთხი - ლუკასმა
-სამი - ჯასპერმა
-ორი - ელიზაბეტმა
-ერთი ი  - ბოლოხმაზე დაიყვირა ლუიმ და ბოლოს წოტა წაუყროყინა 😁 მასზე ყველას გეცინა და შამპანიურები გახსნენს. ნაილმა ამელიას ჭიქა გამოართვა და თვალები დაუბრიალა. ამელიამ ამოიოხრა და აღარ შეწინააღმდეგებია თან ჩაეღიმა მის მზრუნველობაზე
-გილოცააავთ - შამპანიური დალიეს და ბოლოხმაზე მუსიკები ჩართეს.  აივანზე გავიდნენ და ფეირვერკები გაისროლეს. შემდეგ ისევ მისაღებში დაბრუნდნენ და სუფრას მიუსხდნენ
-მიხარია რომ მოხვედით ბავშვებო - გაუღიმა მათ ელიზაბეტმა
-ჩვენჩ ჯალიან - პირგამოტენილმა უპასუხა ნაილმა და ყველამ სიცილი ატეხა.

  როდესაც სუფრაზე ყველაფერი გადაჭამეს ფეხზე წამოდგნენ და ცეკვა დაიწყეს. ამელიას ტელეფონმა დარეკა და მანაც როდესაც დახედა და ჰარის სახელი წაიკითხა თბილად გაიღიმა და ცრემლი წამოუვიდა. მეორე ოთახში გავიდა და უპასუხა
-პატარავ გილოცავ ახალწელს
-მეც გილოცავ ჰაზ
-მომანატრე
-მეც ძალიან
-აბა ფანჯარასთან მიდი...- ამელიას გაუკვირდა მაგრამ მაინც მივიდა - ახლა ფარდაც გასწიე... გამარჯობა!
- აქ რას აკეთებ?
- უცებ ძალიან მომინდა მენახე, შენი ხმა გამეგო, შენი კანის სიახლოვე და სურნელი მეგრძნო...
-გიჟი ხარ - უთხრა ამელიამ და ჰარის გახედა რომელიც ძირს იჯდა და ზემოთ იყურებოდა
-ისევე როგორც შენ
-არა სერიოზულად ეხა აქ რატო მოხვედი შეგეძლო ხვალ ჩამოსულიყავი
-ალბათ იმიტომ რომ შენთან მინდა, დღეს, ხვალ, ან ზეგ კი არა, სულ - ამელიას გაეღიმა მის სიტყვებზე
-არ ამოხვალ?
-რათქმაუნდა - ჰარიმ ტელეფონი გათიშა ფეხზე წამოდგა და სადარბაზოში შევიდა. ამელიამ კარები გააღო და ეგრევე მასთან მივარდა, მას შეახტა და ფეხები წლეზე მოხვია
-იმაზე მეტად მომნატრებიხარ ვიდრე მეგონა - ჩურჩულით უთხრა ჰარიმ და თავი მის თმებში ჩარგო
-ძალიან მიყვარხარ ჰარი
-მეც უზომოდ
-შემოდი - ჰარი შიგნით შევიდა თუ არა ათი წყვილი თვალი მისკენ იყო მიმართული
-ჰარი??? - გაკვირვებისგან ყველამ წამოიძახა
-მამიკო ჰაროლდა - დაიყვირა ნაილიმა. მასთან მივარდა და გადაეხვია. ჰარი გაკვირვებული იყურებოდა ისევე როგორც დანარჩენები ამელიამ კი შუბლზე მიირტყა ხელი
-ნუ აქცევ ყურადღებას დალია და ბოდავს - ბოლოს სიტყვის თქმის დროს ტონს აუწია ამელიამ და ნაილს მკვლელი თვალებით გახედა. შემდეგ კი ხელი მოკიდა და ჰარის მოაშორა
-რა იგულისხმა? - ეშმაკური ღიმილით გახედა ჰარიმ ამელიას
-მე რავიცი რა უნდა ეგულისხმა?
-რავი იქნებბ.. - სიტყვა გაწელა ჰარიმ და მუცელზე დახედა. ამელიამ ვითომ ვერ გაიგო რაზე მიანიშნა და გაკვირვებულმა გახედა
-იქნებ რა? - ჰარიმ ამოიოხრა და საბოლოოდ დანებდა.
-კარგი არაფერი - ამელიას შეუმჩნევლად ჩაეღიმა და ,მაგარი მსახიობი ვარ'ო გაიფიქრა. ჰარი შიგნით შევიდა და მდივანზე ნაილის გვერდით ჩამოჯდა რომელიც დებილივით უღიმოდა
-რას მეკრიჭები? - ნაილმა თავი გააქნია. ჰარისკენ ოდნავ გადაიწია და თავი მის ფეხებზე დადო
-ასეთი რა დაალევინეთ ამას - გაკვირვებულმა იკითხა ჰარიმ
-ამელიააა - უეცრად დაიყვირა ნაილმა. ჰარი კი შიშისგან შეხტა და თავში წამოარტყა
-რა გაბღავლებს ნაილ - მასთან მივიდა ამელია
-ბრაუნი მინდა
-ნაილ რაც იყო სულ შენ შეჭამე ამიტომ აღარაა
-მაშინ პიცა
-ოხ წამოდი ხო სამზარეულოში - ნაილი გახარებული წამოხტა. სამზარეულოსკენ უნდა წასულიყო მაგრამ ჰარისკენ მიბრუნდა
-ბიჭი მომესწრო - თქვა და გადაეხვია
-ნაილ შიგ ხოარ გაქ რა ჯანდაბა გჭირს- ნაილი მას მოშორდა და სამზარეულოში შევარდა
-აჰა ცეცხლე
-მადლობა დედიკო
-ნაილ! ჩუმად იყავი ვინმემ არ გაიგოს
-კარგი ხო მარა ჰარის რო ვხედავ თავს ვერ ვიკავებ
-არ გაბედო იცოდე თორემ ბრაუნს აღარასდროს გაგიკეთებ - ნაილმა თვალები ჭყიტა. პიცას ხელი გაუშვა და მაღლა აღმართა
-ფიცს ვდებ ამელია ჰარი ჩემგან ვერაფერს გაიგებს - თქვა და პირზე ,ზმეიკა' შეიკრა.ამელიას გაეცინა
-მასხარა ხარ. ისე ნაილ ჰარის როდის ვუთხრა ან როგორ?
-კარგი რა არ უნდა მაგას ბევრი ბოდიალი აიყვანე ოთახში და უთხარი რომ მალე მამიკო გახდება
-არვიცი ვნახოთ. აუ თან ვერ ვითმენ მინდა რო ეხავე მივიდე და ვუთხრა
-ხოდა უთხარი
-ესე უბრალოდ?
-მეორეზე სიურპრიზი მოუწყვე
-რა მეორეზე
-გგონია ჰაროლდა ერთზე გაჩერდება? - ჩაიცინა ნაილმა. ამდროს ჰარიც შემოვიდა
-პატარავ - თქვა და უკნიდან მოეხვია მუცელზე კი ხელები დაადო რაზეც ამელიას გულის ცემა აუჩქარდა
-რახდება ჰარი
-არაფერი უბრალოდ მინდოდა რომ ჩაგხუტებოდი - უთხრა და ამელიას გაუღიმა - რას იტყვი ოთახში ხომ არ ავსულიყავით? - ეშმაკურად ჩასჩურჩულა ჰარიმ ყურში
-გვრიტებო მეც აქ ვარ - შეახსენა ნაილმა - და ხო ჰარი მაგას კაი ხანი ვერ ეღირსები ჰაჰ - სატანისტურად გაუცინა ნაილმა და სამზარეულოდან გავიდა
-რატო ვითომ?
-იმიტომ რომ მე ესე მინდა ჰაროლდ - გამოსძახა ნაილმა
-და ერთი მუშტი მაგ სიფათში არ გინდა?
-არაა მადლობა
-კარგი შეეშვი - გაიცინა ამელიამ.
-ისე ჰარი რომ ჩამოხვედი დედაშენს ეწყინებოდა
-არ წყენია თვითონ მითხრა წადიო - გაუცინა ჰარიმ და ჯერ ლოყაზე აკოცა შემდეგ ცხვირზე, შუბლზე, საფეთქელზე და ბოლოს ტუჩებსაც მიადგა. ნაზად კოცნიდა მაგრამ ამელიამ შეაწყვეტინა
-რა ხდება?
-რაღაც უნდა გითხრა
-მითხარი
-ოთახში ავიდეთ
-კარგი - ოთახისკენ დაიძრნენ და შიგნით შევიდნენ
-აბა გისმენ
-ჰარი მე...ამმ - ამელია ძალიან დაბნეული იყო. ღრმად ამოისუნთქა თავი ძირს დახარა ჰარი კი მომლოდინე თვალებით შეჰყურებდა მას. ბოლოს როგორც იქნა თქვა - ორსულად ვარ
-რ..რა? - წარბშეკრულმა კითხა ჰარიმ
-ორსულად ვარ ჰარი მალე შვილი გვეყოლება - თავი ამოწია და ჰარის შეხედა. დაბნეული იყურებოდა. თითქოს ამელიას ნათქვამს აანალიზებდა
-ჰარი - დაუძახა ამელიამ - ჰარი მითხარი რამე. ნუ მაშინებ - ამელიამ წამით ისიც გაიფიქრა იქნებ არ უნდოდა მას რომ შვილი ყოლოდა მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაეფანტა როდესაც ჰარიმ წელზე ხელები მოახვია და დაატრიალა
-მამა ვხდები - დაიყვირა ბოლო ხმაზე. ამელიამ კი სიცილი დაიწყო. ჰარის ყვირილზე ელიზაბეტი ოთახში შემოვარდა მას კი ბიჭები მოყვნენ
-რა ხდება მშვიდობაა? - ჰარიმ ამელია ჩამოსვა და სახეზე ხელები მოისვა
-არ მჯერა - დაბნეული ჩურჩულებდა
-რახდება ამიხსნით?
-ამელია ორსულადაა - დაიყვირა ჰარიმ და თვალები აუცრემლიანდა. მუხლებზე დაეცა და ქვითინი დაიწყო
-მამა ვხდები - ამელიაც მასთან ჩაიკუზა და მოხვია. მანაც ტირილი დაიწყო. ჰარიმ სახეზე დაადო ხელები და ვნებიანად აკოცა. ელიზაბეტიც თვალცრემლიანი იდგა
-ამელია - ჯასპერმა ჩუმად თქვა და გაიღიმა. ელიზაბეტი ჯასპერთან მივიდა და მოეხვია. ამელიაც და ჰარიც წამოდგნენ ფეხზე. ყველა მასთან მიცვივდა და მოეხვია
-შვილო - ბოლოს ელიზაბეტი მივიდა მასთან და ჩაეხუტა. შემდეგ ჰარისთან მივიდა და მასაც მოეხვია
-ნაილ შენ იცოდი არა?
-დიახაც მე პირველმა გავიგე - ამაყად თქვა ნაილმა. ჰარის გაეცინა. ნაილი მასთან მივიდა და მოეხვია
-გილოცავ ძმაო

ლიფტიWhere stories live. Discover now