-იქნებ აღიარო რომ ის მოგწონს?
-არ ვიცი ელის. მე ნიკი ჯერ კიდევ არ დამვიწყებია
-შენ ის უბრალოდ გენატრება
-დავიღალე ელის. ამდენი ფიქრი აღარ შემიძლია
-ვხედავ შენს თვალებს როდესაც მას უყურებ. თვალები ბედნიერებისგან გიბრწყინავს მაშ...
-არა ელის. დამთავრდა ჩემი ბედნიერება. მე აღარასდროს ვიქნები ბედნიერი - სიმწრის ცრემლები წამოუვიდა ამელიას მაგრამ მაშინვე უხეშად მოიშორა
-ამელია ბედნიერი აუცილებლად იქნები, თანაც ძალიან ბედნიერი, მაგრამ მანამდე ცხოვრება ეკლიან გზას შემოგატარებს, ძლიერ პიროვნებად გაქცევს, მერე კი დამსახურებულ ბედნიერებასთან მიგიყვანს. მაგრამ შენ ისევ იმ ეკლიან გზას მისტირი და არ გინდა ბედნიერებასთან მისვლა. დაფიქრდი ამელია. მას შეუძლია ყველაზე ბედნიერ ქალად გაქციოს - ამელია დაფიქრდა. ელისი მართალი იყო. ჰარის მიმართ ჰქონდა რაღაც სიმპათიები
-მართლაი ხარ ელის. ვაღიარებ მე ჰარი სტაილსი მომწონს თანაც ძალიან
-yeees როგორც იქნა აღიარე. ხოდა ხვალ რო შეხვდები ისევ ცდი დალაპარაკებას
-არა არა ამას ვერ გავაკეთებ ვერ ვეტყვი
-არგინდა ამ შენს სიამაყეს გადააბიჯო?
-არა არა და არა. მას რო არ ჰქონდეს იგივე გრძნობები რასაც მე ვგრძნობ მის მიმართ? ამას ვერ გადავიტან მირჩევნია ჩემთვის შევინახო
-ხვდები რომ უარესად იტანჯავ თავს?
-აღარ მინდა ამაზე საუბარი ჯობს დასაძინებლად დავწვეთ
-კარგი როგორც გინდა*დილით*
-ელის წავედი მე
-მიდი მეც მალე გავალ ეხა - ამელია სადარბაზოში გავიდა და ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი. მალევე ლიფტის კარიც გაიღო და იქ როგორც ყოველთვის ჰარი დახვდა. ამელია მისალმებას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა. ლიფტში შევიდა და მის გვერდით დადგა.
-გამარჯობა - ლიფტში ბოხი ხმა გაისმა
-გამარჯობა - ცივად უპასუხა ამელიამ. მალევე კარებიც გაიღო და პირველი ამელია გავიდა ტაქსი გააჩერა და სამსახურში წავიდა. ჰარიც უკან გაყვა მისი მანქანითფოტოსესიამ ისევ ჩვეულებრივად ჩაიარა. ვერონიკა მათ ბედნიერი სახით უყურებდა. ხვდებოდა რომ მათ შორის დაძაბულობა იყო. შესვენების დროც დადგა. ჰარი ვერონიკასთან საუბარს აპირებდა მაგრამ აქამდე თავი ვერ მოაბა ამიტომ ეხლა ხელი მაგრად ჩაკიდა და ცარიელ ოთახში შეიყვანა.
-რამდენს ბედავ?
-რა? - გაკვირვებულმა კითხა ვერონიკამ. მას აქ შემოსვლის სულ სხვა მიზეზი ეგონა.
-როგორ გაბედე და ამელიას ასე ელაპარაკე
-კარგი რა ჰარი იმ ძუკნას გამო მეჩხუბები? - ჩაიცინა ვერონიკამ და კისერზე ხელები მოხვია. ჰარიმ ზიზღის თვალებით გახედა და ხელები უხეშად ჩამოაწევინა
-ეხა კარგად მისმინე ბო*ო. მეორედ ამელიას არც კი მიახლოვდე თორემ სულ ფეხებზე დავიკიდებ იმას რომ გოგოხარ და მწარედ დაგსჯი გასაგებია? - ხელს უფროდაუფრო უჭერდა ჰარი ხელზე
-ჰარი გამიშვი მტკივა
-თუ წესიერად არ მოიქცევი უფრო მეტად გატკენ - თქვა ჰარიმ და ოთახიდან გამოვარდა. ვერონიკა რათქმაუნდა ამ შანს ხელიდან არ გაუშვებდა. საროჭკის ღილები შეიხსნა, თმები აიწეწა და პომადა გაითხაპნა. შემდეგ ოთახიდანაც გავიდა საროჭკის ღილების შეკვრით. ეს ყველამ დაინახა მათ შორის ამელიამაც. თვალები აუცრემლიანდა და შენობიდან გამოვარდა. ცუდად იყო. ამ წამს გული ძალიან ატკინეს. ისედაც ნაწილებად დაშლილი უფრო მეტად დაუშალეს. მაშინვე ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა. არ უნდოდა რომ ეტირა მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებდა. მალევე სახლში მივიდა და მაშინვე ლოგინზე დაწვა. ის დღე გაახსენდა როდესაც ჰარი ამ ლოგინზე მასთან ერთად იწვა ჩახუტებული. ცრემლებმა ისევ დაიწყეს მის სახეზე დენა. მალევე კი სიზმრების სამყაროში გადაეშვა სადაც ყველაფერი მწვანე იყო.
