"I know we'll be alright this time"
LOUIS
აეროპორტში რეგისტრაციის გავლის შემდეგ როგორც იქნა თვითმფრინავში ამოვედი და კუთვნილ ადგილას მოვთავსდი.
ზურგჩანთიდან ფილმის სცენარი ამოვიღე და კითხვა დავიწყე. "რატომ შენ" ფილმის სახელია.
ბოლოსკენ გადავშალე.
"-რამდენი ხანია რაც გიყვარვარ? -ჰარი
-მას შემდეგ, რაც პირველი შეყვარებული გაიჩინე -ლუი
-ეგ 10 წლის წინ იყო. -ჰარი
-და? -ლუი
-და? და? აქამდე რატომ არ მითხარი? -ჰარი
-მეშინოდა. მეგონა ყველაფერს გავაფუჭებდი. -ლუი
-და გგონია ჩემთან სექსის შემოავაზებით უკეთესი გააკეთე? -ჰარი
-ჯეკ უბრალოდ მთვრალი ვიყავი და არ ვიცოდი რაზე ვფიქრობდი. -ლუი
-შეიძლება რაღაც გკითხო? -ლუი
-კი -ჰარი
-ჩემს მიმართ რაიმე გრძნობები გაქვს? -ლუი
-გუშინდელი ღამიდან არაფერი გახსოვს ხო? -ჰარი
-არა -ლუი
-გაგახსენებ -ჰარი"და აქ უკვე კითხვა შევწყვიტე. ელეონორისთვის იმის თქმა, რომ ბიჭთან კოცნა და უფრო მეტიც მომიწევდა რთული იყო, მაგრამ მიხვდა კარგი შემოთავაზება იყო და ხელიდან ვერ გავუშვებდი.
ამიტომ ნიუ იორკიდან სრულიად უცხო ადგილას მივდივარ, სადაც ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ და დიდი იმედი მაქვს არაფერი შეიცვლება.
ჰარი სტაილსი.
მაინტერესებს როგორ გამოიყურება, თუ მოვუხდებით ერთმანეთს და ჩვენ შორის ქიმია თუ იქნება.
იმედი მაქვს გეი როლს კარგად შევითავსებ და ჰარისაც კარგად შევეწყობი.
საბედნიეროდ მარკმა კარგი სასტუმრო მომიძებნა, სადაც რამდენიმე დღით დარჩენა შემეძლება.
ხვალ გადაღებებზე უნდა წავიდე და ხალხი უნდა გავიცნო.
როგორც კი თვითმფრინავი დაფრინდა ეგრევე დავინახე ფანჯარაზე პატარა წვიმის წვეთები. ჩემი ნივთები ავიღე და თვითმფრინავიდან ჩამოვედი. თეთრი მოკლემკლავიანი ადიდასის მაისური მაცვია, რის გამოც წვიმის წვეთები შიშველ, ტატუებით დაფარულ კანზე დამეცა, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ, წვიმა მიყვარს. თავიდან ცივია, მაგრამ მალევე ვამჩნევ მის სითბოს.
![](https://img.wattpad.com/cover/265344042-288-k972338.jpg)
YOU ARE READING
Warm Me Like a Rain [l.s]
Hayran Kurgu18+ ;)) ___ ჰარი და ლუი მსახიობები არიან. ისე მოხდება, რომ ფილმში წყვილის როლი უნდა ითამაშონ. Larry love story S:11.04.2021 E:12.05.2021 Most Impressive Ranking #312 niall #304 zayn #373 liam #19 lou #490 larry #9 სიყვარული #1 მოთხრობა #3 ლუი #4 ზეი...