09

657 79 52
                                        

"Kiss me like you wanna be loved
You wanna be loved
You wanna be loved

This feels like falling in love
Falling in love
Falling in love"

NO POINT OF VIEW

დღეს გადაღებების მეთვრამეტე დღეა. ბიჭები ყველას კარგად შეეწყვნენ. დღეს სამი სცენის გადაღება უწევთ
1)კოლეჯის პირველი დღეს
2)ახალი ცხოვრების დასაწყისის აღნიშვნა
3)კოცნა.

ამ მომენტის გამო ორივე აღელვებულები არიან.

ლუი ბობოქარ ზღვას
ჰარი კი ქარიშხარლს ჰგავს.

ლუი და ჰარი ამ დღეების განმავლობაში საკმაოდ დაახლოვდნენ. ჰარი ლუის ყოველდღე ახალ სიმღერებს უმღერის და ლუის მელოდიების აწყობაში ეხმარება. ფილმებს უყურებენ, სახლში სცენარზე დამატებითად რეპეტიციობენ, ბევრს იცინიან.

ლუიმ რამდენიმე დღის წინ ბიჭის კვნესის ხმა გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად ჩაეძინა და საკუთარ თავს ამაში არ გამოუტყდა, ეწყინა. ელეონორს დიდი ხანია თავს არიდებს, ხან დაღლილობას იმიზეზებს, ხან იმას, რომ უბრალოდ ჩაეძინა. აშკარაა მის გულში, სულში, ბუნებაში, რაღაც იცვლება, მაგრამ ჯერ ვერ ხვდება ეს რისი ბრალია.

ჰარი ლუისთან ყოფნისას თავს ღრუბლებში გრძნობს, ფაფუკ პატარა ღრუბლებში. მასთან არ უწევს რამის დამალვა. ჰარი ისე ენდობა მას, როგორც ლუი ჰარის. ამ დღეების განმავლობაში დაახლოვდნენ, რაც მას ძალიან მოსწონს. ჰარის უკვირს ასე მარტივად რიგორ გადაუშალა ადამიანს გული მაგრამ მგონი ამასთან დაკავშირებით მე ზედმეტად კარგი ახსნა მაქვს.

ნაპერწკალი.

პატარა მარტივი სიტყვა, სულ სულ მარტივი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე. ნაპერწკალი ორ ადამიანს შორის ჩნდება, მოულოდნელად, მალე, ამას ვერ ამჩნევ, უბრალოდ თავისით ხდება. სწორედ ამ მარტივი სიტყვის გამო ჩუქნის ლუი თავის ნდობასა და სიყვარულს ჰარის და ამ დროს ჰარიც იგივეს აკეთებს.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now