"I'm so lonely
Lonely
I'm so lonely
Lonely"HARRY
-ჰარი რა გჭირს? ასეთი მას მერე არ მინახავხარ, რაც... -ნაილმა დაიწყო, მაგრამ როგორც კი ავხედე გაჩერდა.
-ამაზე საუბარი არ მინდა, მოდი ვითამაშოთ ან რამეს ვუყუროთ ან არ ვიცი რამე გავაკეთოთ, ასე არაფრის კეთება აღარ შემიძლია! -ბოლო ხმაზე დავიყვირე.
ლუის?
ლუის?
სერიოზულად ჰარი?"დილამშვიდობისა ლუის" რა ჯანდაბა მემართება.
თავს ვერ ვიკავებ, გულგატეხილი ვარ.
-ჰარი, მიდი უბრალოდ გვითხარი რა გაწუხებს, ხომ იცი შენს გვერდით ვართ -ზეინმა მხარზე ხელი დამადო და მომიჭირა.
-ერთი ბიჭია... -ყოყმანით დავიწყე -ფილმში ერთად ვიღებთ მონაწილეობას. ჩემთან ცხოვრება შევთავაზე, რადგან სასტუმროში ცხოვრობდა, დამთანხმდა, პირველი ორი კვირა ყველაფერი კარგად იყო, ფილმში კოცნის შემდეგ ყველაფერი აირია. თავს ვერ ვაკონტროლებ მის გარშემო. ის ისეთი... არ ვიცი... ბუნებრივია, ტკბილია, ერთნაირი გემოვნება გვაქვს სიმღერებში, ყოველთვის ვმღერით, ფილმებს ვუყურებთ, შესანიშნავი სექსი გვაქვს, მაგრამ დერეკის გამო მისი დათმობა მომიწია...
-ჰარი რა არის ამაში ისეთი სასირცხვილო, რომ ნახევარ ძმა გყავს? -ლიამმა მკითხა.
-არ მრცხვენია, პირიქით, დერეკი უზომოდ მიყვარს. ხალხი როგორ ძალიანაც არ უნდა განვითარდეს მაინც ყოველთვის იქნება ყველგან ჰომოფობიის პატარა წერტილები. ამის არ მრცხვენია, მაგრამ შეიძლება ამის ხმამაღალი თქმით ოჯახი შევარცხვინო, ამას კიდევ დერეკის ამბავს ვერ დავამატებ, რადგან აშკარაა დედაჩემს მისი არსებობის რცხვენია და შეცდომად მიაჩნია.
-მესმის ჰაზ, ყველაფერი კარგად იქნება -მითხრა ნაილმა და თავზე მაკოცა.

YOU ARE READING
Warm Me Like a Rain [l.s]
Fanfiction18+ ;)) ___ ჰარი და ლუი მსახიობები არიან. ისე მოხდება, რომ ფილმში წყვილის როლი უნდა ითამაშონ. Larry love story S:11.04.2021 E:12.05.2021 Most Impressive Ranking #312 niall #304 zayn #373 liam #19 lou #490 larry #9 სიყვარული #1 მოთხრობა #3 ლუი #4 ზეი...