05

610 74 39
                                        

"Sing together
If you knew me from the very start,
Or we met last week at the grocery mart
Just sing together
It's the least that I can do
My final gift to you
Oh oh oh oh oh oh oh oh oh
Oh oh oh oh oh oh oh oh"

LOUIS

-ლუი გაიღვიძე. წასვილს დროა -მესმის კარზე კაკუნის ხმა.

-რომელი საათია? -ნახევრად მძინარემ ვიკითხე.

-ათი -მიპასუხა ჰარიმ.

-ნახევარი საათიც.

-ახლავე ადექი, გადაივლე ან რასაც შვრები და წავედით, იქამდე დიდი გზაა ვეღარ მოვასწრებთ, თან დარჩენილი მსახიობებიც უნდა გავიცნოთ. ადექი! -კიდევ ერთხელ მომიკაკუნა კარზე, ოღონდ ამჯერად უფრო ძლიერად.

ამოვიოხრე, თვალზე ხელები მოვისვი -კარგი ვდგები, 20 წუთი მომეცი. მოვემზადები და შეგვიძლია წავიდეთ -ვუთხარი, გადასაფარებელი გადავიძვრე და საწოლიდან წამოვდექი.

-კარგი, გელოდები.

პირსახოცი ავიღე, სააბაზანოში შევედი და ცხელი წყალი მოვუშვი. ბოქსიორები გავიხადე, ხელით წყლის ტემპერატურა შევამოწმე, როგორც კი მივხვდი ტანს არ დავიწვავდი შიგნით შევედი და თმები დავისველე. წყლის პატარა წვეთები კანზე ჩამომდის და სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. შხაპის დროს ყველაზე მეტად ვდუნდები ხოლმე. ვიცოდი ბევრი დრო არ მქონდა, ამიტომ დიდი ბრძოლის შემდეგ წყალი მოვკეტე, პირსახოცი წელზე შემოვიხვიე და ოთახში დავბრუნდი.

როგორც ყოველთვის კომფორტულად ჩავიცვი, თეთრი მაისური, შავი სპორტული შარვალი, რომელსაც გვერდებზე თეთრი ზოლები აქვს, თეთრი ბოტასები და მაისურზე ღია ცისფერი ჯინსის ქურთუკი მოვიცვი. თმები პირსახოდით კარგად შევიშვრე და შავი კეპკა დავიხუე.

-ჰარი? -დავიძახე, როგორც კი კარი გავაღე და ოთახიდანგავედი.

-აქ ვარ -დაიყვირა ხმას გავყევი და შემოსასვლელ კართან მივედი.

ჰარის ლურჯი შარვალი, კანისფერი პერანგი, რომელსაც რამდენიმე ღილი ჰქონდა შეხსნილი და ღია მწვანე მოსაცმელი ეცვა. მარგალიტის ყელსაბამი და ხელზე ბეჭდები ეკეთა. რას არ უნდა გასაკვირი იყოს წითელი ფეხსაცმელები ეცვა, რომელიც აშკარად უხდებოდა მის დღევანდელ ჩაცმულობას.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now