"So tell me how to be in this world
Tell me how to breathe in and feel no hurt
Tell me how 'cause I believe in something
I believe in us"LOUIS
დილას მონატრებული სხეულის გვერდზე გამეღვიძა. ჰარი და ჩემი მჯერდი ერთმანეთს ეხებოდა, მე ცხვირი ჰარის მკერდზე მქონდა მიდებული, მარცხენა ხელი და ფეხი მასზე მაქვს შემოხვეული, ჰარის თავი ჩემს თმებში აქვს ჩარგული, მარტცხელა ხელზე თავი მიდევს, მარჯვენა ხელი კი ჩემს ზურგზე უდევს.
ხვეულები ოდნავ ჩამოყრილი აქვს და მშვიდად სუნთქავს.
რამდენიმე წუთი თვალები დავხუჭე და უფრო მაგრად ავეკარი, შემდეგ კი როგორღაც მისი სხეულიდან გამოვძვერი, ოთახში გავედი პირსახოცი ავიღე და წყლის გადასავლებად შევედი.
გუშინდელ დღეზე დავფიქრი, ყველაფერზე. რა მოხდა, როგორ, რატომ. იმაზე გამეცინა როგორ დავარტყი ჰარის, საშინლად გაცოფებული ვიყავი. შემდეგ კოცნა და სიყვარულში გამოტყდომა...
ჯანდაბა... მაგ დროს გული ლამის ამომივარდა.
მისი პირიდან ამოსული ეს სიტყვები ყველაზე ლამაზი მოსასმენი იყო.
მის მწვანე თვალებზე და ღიმილზე ლამაზი იყო.
შხაპის ქვეშ დიდი ხნით ვიდექი, როგორც მჩვევია და ყველაფერზე ვფიქრობდი. მალევე ის გავაანალიზე, რისი გაანალიზებაც უკვე დიდი ხანია მინდა, წყალი მოვკეტე, პირსახოცი შემოვიხვიე და ეგრევე ჰარის ოთახში ფეხშიშველი გავიქეცი.
-ჰარი -დავიყვირე, მან კი თვალები სწრაფად გაახილა და შიშით შემომხედა.
-ლუი, კარგად ხარ? -მკითხა და ლოყაზე ხელი დამადო, მე კი გავიღიმე და თავი დავუქნიე.
ლოყაზე დადებულ ხელს ჩემი მოვკიდე და ხელის გულზე წამიერად მივაწებე ტუჩები, ისე, რომ თვალები არ მომიშორებია. გაიღიმა, რა დროსაც ცალ ლოყაზე აშკარა ნაჩხვლეტი გამოუჩნდა და ამ დროს ვიცოდი, რომ მასთან გულახდილი უნდა ვყოფილიყავი.
YOU ARE READING
Warm Me Like a Rain [l.s]
Fanfic18+ ;)) ___ ჰარი და ლუი მსახიობები არიან. ისე მოხდება, რომ ფილმში წყვილის როლი უნდა ითამაშონ. Larry love story S:11.04.2021 E:12.05.2021 Most Impressive Ranking #312 niall #304 zayn #373 liam #19 lou #490 larry #9 სიყვარული #1 მოთხრობა #3 ლუი #4 ზეი...