11

729 77 25
                                        

"And out there
Living in the sun
Give me one day out there
All I ask is one
To hold forever"

NO POINT OF VIEW

შაბათი დილაა, მზე ისე ლამაზად ანათებს იმ ოთახში, სადაც ორი ერთმანეთთან ჩახუტებული ბიჭი წევს, რომ პატარა შედევრს მიამსგავსებ.

რომელია უფრო თბილი, მზის პატარა სხივი, რომელიც მზის შუქს გამოჰპარვია და ჰარის ოთახში შემოპარულა თუ ის სითბო, რომელსაც ორი ბიჭი ერთმანეთის მიმართ გაუაზრებლად გრძნობს.

ჰარის ლუისკენ ზურგი აქვს შექცეული, ლუის თავი ჰარის კისერში უდევს და ხელი მჭიდროდ აქვს მოხვეული. ჰარიც ისე მაგრად უჭერს ხელს, გეგონება ძილშიც ხვდება, რომ მალე მისი გაშვება მოუწევს.

არცერთს სურს ეს, მაგრამ ჰარის საიდუმლო აქვს, რომელსაც ვერ გაამხელს, ლუის კი შეყვარებული ჰყავს, რომელთან ხელის თხოვნასაც მალე აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ აღარ უყვარს.

გუშინდელი ღამე პატარა ძაფივით იყო, ძაფის მარჯვენა მხარეს ლუის და ჰარის ძველი ცხოვრება დგას, შუაში მაკრატელია, რომელიც ჰარისა და ლუის კოცნის შემდეგ ამოძრავდა და ძაფი გაჭრა, მარცხენა მხარეს კი ახალი ცხოვრებაა, რომელიც არცერთს სურს, მაგრამ გულის სიღრმეში იციან, რომ უარს ვერ იტყვიან.

ჰარი ისე მოექცა, რომ ლუისკენ შეტრიალდა. ლუიმ თვალები გაახილა და ეგრევე გაეღიმა. ვერც მე, ვერც ლუი, ვერც თქვენ ვერ აღწერთ ახლა ლუის გულში რამხელა ქაოსია.

პატარა ბედნიერება, რომელიც დიდი უბრადურების მომასწავლებელია.
პატარა თბილი წვემის წვეთის შეგრძნება, რომელიც მალე გაგაცივებს.

ჰარის გრძელ თმაზე ხელი გადაუსვა და ცერა თითით ლოყაზე მოეფერა.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now