03

619 81 104
                                    

"Freedom (I won't let you down)
Freedom (So please don't give me up)
Freedom ('Cause I would really)
You got to give what you take (really love to stick around)"

HARRY

დილას ადრე ავდექი, წყალი გადავივლე, ჭრელი მაისური და შავი შარვალი ჩავიცვი, თმა ლამაზად დავიყენე და ოთახიდან გავედი.

პიჯაკის აღებისას ბიჭი დავინახე დივანზე და მალევე ამომიტივტივდა თავში გუშინდელი ღამე.

-ჰეი -დავუძახე, მაგრამ მაინც არ ირყეოდა. მასთან მივედი და ხელი მხარზე დავადე.

-გაიღვიძე ხუჭუჭავ -უფრო ხმამაღლა ვუთხარი, მანაც თვალები გაახილა და მე შემომხედა.

-აქ რატომ ვარ? -დაბნეულმა იკითხა და დივნიდან წამოხტა.

-კარგი რა, გუშინ კარგად გაგჟიმე, ეგ არ უნდა დაგვიწყებოდა, თან ვაჟიშვილები მომწონს -ღიმილით ვუთხარი და შორტი მივაწოდე, რომელიც ძირს ეგდო.

-გეი არ ვარ -კანკალით მითხრა.

-გუშინ სხვა რამეს იძახდი -ვუთხარი და ცერა თითი ლოყაზე მოვუსვი.

-რას?

-აჰ, ჰო აი მანდ ზუსტად -მისი ციტირება გავაკეთე.

-კარგი, საკმარისია.

-თუ არ გინდა შენი პატარა საიდუმლო ვინმემ გაიგოს, მაშინ ვერც გაიგებენ, მე არაფერს ვიტყვი, ახლა ჩაიცვი და წადი, საქმეები მაქვს -ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

ძალიანაც რომ მინდოდეს ვერ ვიტყვი, რომ ბიჭთან ვიწექი, საიმონის თქმით ეს ჩემს დაწყევლილ "იმიჯს" შელახავს და ფანებს დამაკარგვინებს. ამიტომ თავი ისე უნდა მოვაჩვენო, თითქოს გოგოები მომწონს. თავისუფლება მინდა.

თავისუფლება
თავისუფლება
თავისუფლება

თავს გალიაში გამოკეტილ სულ ციცქნა ჩიტად ვგრძნობ, ამის გამო დავიხატე გალია კანზე, სწორედ ჩემ კანზე ამოხატულ გალიაში ვარ გამოკეტილი რომლის გასაღებსაც საიმონი ფლობს და ზუსტად ვიცი მის გაღებას არასდროს აპირებს.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now