15

659 80 107
                                        

"'Cause it was almost love, it was almost love
It was almost love, it was almost love"

LOUIS

ისევ თვითმფრინავში ვზივარ და ნიუ იორკში ჩემი სახლისკენ მივიწევ. ჰარისთან მომხდარი ემბების შემდეგ ელეონორთან არ მისაუბრია. ვიცი ხვდება, რომ თავს ვარიდებ, ზედმეტად კარგად ვიცნობ უბრალოდ ამდენი ემოიცის ფონზე მასთან საუბარი არ შემიძლია, ამიტომ ჩემი ჩასვლით გავაოცებ.

ტელეფონში ფლეილისთი გავხსენი, ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერების ფონზე ღრუბლებს გავხედე.

არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, როცა ჰარის ისევ ვნახავ. მესამე დღე გავიდა. 11 დღე დარჩა.

ოთხშაბათი

როგორც იქნა თვითმფრინავიდან ჩამოვედი, ახლა ტაქსიში ვზივარ და ელეონორისკენ მივდივარ. გული აჩქარებული მაქვს, რადგან მომენატრა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გრძნობს ვერ ვაკონტროლებ, არ ვიცი რას ვფიქრობ, რას ვგრძნობ, მის მიმართ სიყვარული არ გამქრალა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის გასული რაც წამოვედი აქაურობა მომენატრა. ხალხით სავსე ქუჩები, ნიუ იორკის სუნი, ხეები, ყველაფერი.

ჩემს სახლთან მივედი, კარის წინ ვდგავარ, ჯიბიდან გასაღებს ვიღებ, მაგრამ მივხვდი, რომ კარი უკვე ღიაა. სახელურს ხელი მოვკიდე და ნელა შევაღე.

ელეონორი მისაღებ ოთახში იყო, ჩემი ღია ცისფერი პერანგი ეცვა და ტუმბოზე ჩვენს ფოტოს უყურებდა. ერთი წუთით თავი ნაბიჭვრად ვიგრძენი რომ ვუღალატე.

-მოგენატრე? -დავიყვირე და ჩემოდანი ძირს დავაგდე.

ჩემსკენ გამოტრიალდა, თვალებ გაფართოებული და პირი დაღებული ჰქონდა. წამების მერე სახეზე ის ღიმილი აიკრა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს.

-აქ როგორ, რატომ, როდის ჩამოხვედი -მკითხა და ჩესკენ წამოვიდა, ხელები მაგრად მომხვია, მერე ტუჩები მომაწება. კოცნაში ავყევი, მაგრამ არაფერი მომხდარა. არ მიგრძვნია ის ქაოსი და ნაპერწკალი, ვეღარ ვგრძნობ და მივხვდი, რომ ელეონორი ჩემთვის აღარ იქნებოდა ის ადამიანი, ვინც ადრე იყო.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now