04

599 81 94
                                        

"A bird in a cage
Don't know that you were born to fly away
The world's a bigger place
Than all the fear you face
It's hard to explain
To a bird in a cage"

LOUIS

-მოკლედ ეს იქნება შენი ოთახი. ჩემი ოთახის გვერდზეა, ერთ კედელს ვიზიარებთ, თუ ღამე სექსის ხმა ან რაიმე მსგავსი შეგაწუხებს თავი კომფორტულად იგრძენი და სხვა ოთახში გადადი -ამიხსნა და ნივთები საწოლის გვერდზე დამიწყო.

-სექსი ხშირად გაქვს ხოლმე სახლში? -ვკითხე.

-კვირაში დაახლოებით სამი-ოთხჯერ.

-მხოლოდ ბიჭებთან?

-გეის მნიშვნელობა იცი ხომ? -სარკასტულად მკითხა.

-კარგი, კარგი. ხვალ გადაღებები რომელ საათზეა?

-12-ზე იქ უნდა ვიყოთ.

-შენთვისაც არ უთქვამთ რომელ ნაწილს ვიღებთ ხვაალ? -ინტერესით ვკითხე.

-არა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს პირდაპირ სექსი არ იქნება. ჯერ არ ვარ მზად კამერებს ჩემი იდეალური საჯდომი დავანახო -მითხრა და გაიცინა.

-იგივე შემიძლია ვთქვა -ვუთხარი და ვიგრძენი ჰარიმ როგორ შემათვალიერა.

-შეგიძლია შენი გეი თვალები ჩემი საჯდომიდან მოაცილო? -სიცილით ვუთხარი.

-მე არაფერ შუაში ვარ, საჯდომი შენია -მითხრა და ხელები მაღლა აზიდა.

-ჰაჰა.

სახლი საკმაოდ დიდი იყო. უფრო მეტად ნაცრისფერ და თეთრ ფერებში, აქა-იქ შავი ფერიც ერიან. მეორე სართულის ერთ ნაწილში საძინებლები იყო, მეორე ნაწილი ჯერ არ ვიცი.

პირველ სართულზე სამზარეულო, დიდი საპირფარეშო, მისაღები ოთახი, უზარმაზარი შავი ტელევიზორით, დივნითა და პატარა ყავის მაგიდით.

მალევე პიცა გამოვიძახეთ. ცოტა უკეთ გავიცანით ერთმანეთი, ბევრი საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა.

-შენი ტატუ მომწონს -მითხრა და ხელზე დამხედა.

-რომელი? -ვკითხე და მეც დავიხედე.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now