18

591 82 53
                                    

"L - is for the way you look at me
O - is for the only one I see
V - is very, very, extraordinary
E - is even more than anyone that you adore can

Love is all that I can give to you
Love is more than just a game for two
Two in love can make it
Take my heart and please don't break it
Love was made for me and you"

NO POINT OF VIEW

ლუი სახლის კართან დგას.

ჰარი დივანზე წევს და "მოსიარულე მკვდრებს" უყურებს.

ლუიმ ზარზე დარეკა.
ერთხელ.
ორჯერ.
სამჯერ.

ჰარიმ ამოიოხრა, სერიალი დააპაუზა და ფეხზე წამოდგა.

ღია მუხლებზე დაცრეცილი შარვლის მეტი არაფერი აცვია.

ლუის კი მწვანე ჰუდი და შავი თეთრი სპორტული შარვალი, თეთრ ბოტასებთან ერთად.

ნელ-ნელა ლუი უფრო და უფრო ბრაზდება.

ვწუხვარ...
ვწუხვარ...

ლუი დააბნია, თავი შეაყვარა, შეყვარებულს და უკვე საცოლესაც დააშორა და უბრალოდ წუხს? იმდენი გამბედაობაც კი ყოფნის, რომ უბრალოდ თქვას შეყვარბულთან კარგი დროის გატარებას უსურვებს.

ჰარიმ კარი გააღო და სახეში ეგრევე მუჭი მოხვდა.
მარჯვენა ლოყა აუხუდა და გაოცებისგან თვალები გააფართოვა. კართან მდგომ გამოსახულებას შეხედა.

-ლუი? -გაოცებულმა იკითხა და ლოყაზე ხელი აიფარა.

-დიახ, დიახ ლუი, გახსოვარ? -დაუყვირა, ჰარის მკერდზე ხელი მიარტყა, ოდნავ გაწია, სახლში უკითხავად შეაბიჯა და კარი მის უკან მოიხურა.

ჰარი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რა ჯანდაბის გამო დაარტყა ლუიმ.

-აქ რას აკეთებ? -ჰკითხა გაოცებულმა.

-მართალი ხარ, მე ხომ შეყვარებულთან კარგ დროს უნდა ვატარებდე -მარცხენა ლოყაზე დაარტყა -ვწუხვარ... -დაიჩურჩულა და კიდევ აპირებდა დარტყმას, მაგრამ ჰარიმ გააჩერა.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now