19

852 77 55
                                    

"Helpless, I surrender
Shackled by your love
Holding me like this
With poison on your lips"

NO POINT OF VIEW

თუ ლუის არჩევნის წინაშე დააყენებდნენ და ჰკითხავდნენ თუ რისი დაგემოვნება მოუნდებოდა ცხოვრების ბოლომდე, დაუფიქრებლად ჰარის ტუჩებს აირჩევდა.

გული ისე სწრაფად უცემს, რომ შეიძლება პულსი ვერც კი გაუსინჯო, მიუხედავად ჰარის ტკბილი ტუჩებისა სახიდან ღიმილი არ სცილდება.

მას შემდეგ, რაც ჰარიმ ხელები წელზე მოჰხვია ლუი მიხვდა, რომ მასაც უყვარდა. უფრო მეტიც, მაშინ შეუყვარდა, როცა გადაღებებისას პირველად ჩაეხუტა.

შეიძლება ლუი ჰარისთვის ცა ყოფილიყო და ჰარი ლუისთვის ვარსკვლავი ან პირიქით არ აქვს მნიშვნელობა, ერთადერთი, რაც ორივემ იცოდა იყო ის, რომ ერთმანეთის ნაწილები იყვნენ.

მიუხედავად ჰარის საიდუმლოსა, მაინც არცერთი ერიდება ხარბად ერთმანეთის ტუჩების დაგემოვნებას, რადგან არცერთს უნდა ამ ლამაზი მომენტის გაფუჭება.

ისეთი უცნაურია რომ დაფიქრდე.

ლუი ჰარის ერთ თვეზე ოდნავ მეტია რაც იცნობს და იმაზე მეტად უყვარს ვიდრე ელი მთელი ამ წლების განმავლობაში.

-ისეთი შეგრძენა მაქვს, თითქოს სექსი თვეებია არ მქონია -ჰარიმ კოცნებს შორის თქვა.

-მოდი ეგ შეგრძნება გამოვასწოროთ -უთხრა ლუიმ და ფეხსაცმელები გაიძრო.

ჰარიმ ხელები მაისურის ბოლოებში დაავლო, ლუის ტუჩებს მოსვილდა და მთელი ძალით გადააძრო მაისური. შემდეგ კი ისევ მშიერივით დააცხრა უფროსი ბიჭის ტუჩებს და საძინებლისკენ ნელ-ნელა წაიყვანა.

ხელს მონატრებულ კანზე უსმევს და გრძნობს, რომ ამდენდღიანი ტანჯვის შემდეგ გული სიხარულით აევსო. ჰარის აღარ ადარდებდა არც დედა, არც დერეკი, არც საიმონი, არავინ. ახლა სამყაროში მხოლოდ ორი ადამიანი იყო.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now