01

755 90 85
                                    

"I wonder what it's like to be loved by you"

HARRY

დილას უკვე ჩვევად მექცა Beachwook Cafe-ში შესვლა და შავი ყავის ყიდვა.

დღეს წვიმს, რის გამოც ჩემი კარგად დაყენებული თმა ამერია, მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ.

საიმონმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთვის ახალი ფილმის შემოთავაზება აქვს, ამიტომ მის ოფისში მივდივარ.

კაფიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი, ყავა დავლიე და ოფისისკენ წავედი.

წვიმის წვეთების ხმა მესმის, რომელიც ქუჩაში მოსიარულე მანქანები ხმას ერწყმის და ლამაზ კომბინაციას ქმნის.

წვიმა
წვიმა
წვიმა
ლამაზია.

წვიმა
წვიმა
წვიმა
ნოსტალგიურია.

წვიმა
სიყვარულია.

წვიმა ცივია, მაგრამ ამავდროულად თბილი, თუ ამას დააკვირდები, თუ ამას მართლა გულით დააკვირდები მიხვდები რამდენად თბილია.

წვიმა
წვიმა
წვიმა
მე
მე
მე.

მე ვარ წვიმა.

მე ის წვიმის წვეთი ვარ, რომელიც სიცივეში კანზე მოხვედრისას უფრო შეგაციებს.

მე ის წვიმის წვეთი ვარ, რომელის ქვეშაც დიდი ხნის ყოფნის შემდეგ გაცივდები.

მე ის წვიმის წვეთი ვარ, რომელიც ქარიშხალსა და ელვას იწვევს.

მაგრამ მე ასევე ის წვიმის წვეთი ვარ, რომელიც ახალ დაგებულ ასფალტზე დაცემის დროს სითბოს გამოჰყობს.

მე ის წვიმის წვეთი ვარ, რომლის საშუალებითაც ხეები საზრდოობენ.

მაგრამ ამას ვერავინ ხედავს...

ვერავინ ხედავს სიცივის მიღმა სითბოს.

და მე ისევ ვეცემი
მე ისევ ვეცემი
ვეცემი.

შენობასთან მივედი, ჩემი კუთვნილი აიდი ბარათით კარი შევაღე, ყველას ზრდილობიანად მივესალმე და საიმონის ოფისისკენ წავედი.

კარზე ნელა დავაკაკუნე.

"საიმონ?" დავიძახე და კარი ოდნავ შევაღე.

"ჰარი, დილა მშვიდობისა, შემოდი" მითხრა და მის წინ მდგარ სკამზე მიმითითა. მეც შევედი, თმაში ხელი შევიცურე და სკამზე დავჯექი.

"პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, რა გაქვს ჩემთვის?" ვკითხე და წარბები შევკარი.

"საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება, კარგი ანაზღაურებითა და შინაარსით" მითხრა და გამიღიმა.

"შინაარსი მომიყევი" ვუთხარი და ქვედა ტუჩზე თითი გადავისვი.

"ფილმი გეებზეა" ამოიოხრა და წარბევი მაღლა აზიდა "ბავშვობის მეგობრები ოცნებას იხდენენ და კოლეჯში სასწავლებლად ერთად მიდიან, საერთო საცხოვრებელში ერთად ცხოვობენ და მალევე ერთმანეთის მიმართ გრძნობები უჩნდებათ. საათში 500 დოლარი, დღეში 8-9 საათი იმუშავებ, შაბათ-კვირას დასვენება გექნება, საკმაოდ სარფიანი შემოთავაზებაა, 40% ჩემი იქნება" მითხრა და ისევ გამიღიმა.

"მეტი დეტალები მჭირდება, მაგრამ 40% ბევრია. 20% და შევთანხმდით" ვუთხარი და ცინიკურად გავუღიმე.

"30%" ყბები დაჭიმა.

"25%" უკან არ დავიხიე.

"კარგი, დეტალებს მეილზე გადმოგიგზავნი და მართლა, ხომ არ გაქვს პრობლემა იმაზე, რომ შენი პარტნიორი ბიჭი იქნება?" მკითხა ისე, თითქოს პასუხი არ იცოდეს.

"საიმონ, ხომ იცი, რომ გეი ვარ" ვუთხარი და თავი გავაქნიე.

"არა არ ხარ!" წარბებშეკრულმა მითხრა.

"ჰომოფობი ნაბიჭვარი!" ვიჩურჩულე.

"ანუ თანახმა ხარ?" კიდევ ერთხელ მკითხა.

"თანახმა ვარ, ჩემი პარტნიორის სახელი მჭირდება"

"ერთი წუთით" მითხრა და რაღაც ფურცლებს ჩახედა "ლუი ტომლინსონი"

🏳️‍🌈

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now