You don't understand
Nothing stays the same
Situations change and it's all different now
I've made my choiceLet's just pretend it didn't happen
Supposin' we said, it didn't come down that way at all
Let's just pretend it didn't happen
Didn't happen at all, didn't happen at allHARRY
დაბნეული ვარ.
-ლუ -ჩუმად ვიჩურჩულე, როცა ტუჩები მომაშორა. მალევე გავაცნობიერე, რომ მისი შეხებისას თვალები გაუაზრებლად დამიხუჭავს, როცა გავახილე მის ცასავით ცისფერ თვალებს შევეჩეხე.
სახეზე თმა ჩამოჰყროდა, თვალებში მიყურებდა, ჯერ კიდევ ფეხის წვერებზე იდგა და მარჯვენა ხელი ჩემს თმაში, მარცხენა კი მკერდზე ჰქონდა დადებული. ამ მომენტში ისეთი ლამაზი იყო...
იღიმოდა, კაშკაშა თვალები უფრო უნათებდა, ამ მომენტში ბედნიერებას ასხივებდა.
-ჰარი -უფრო ფართოდ გაიღიმა და თითით მკერდზე წრეების ხატვა დამიწყო.
-ლუ რას აკეთებ? -ვკითხე და ისევ წითელ ტუჩებზე დავხედე.
-არ ვიცი -მითხრა და ისევ წამოიწია ჩემი ტუჩებისკენ.
-ვფიქრობ ეს არც ისე კარგი იდეაა -ვუთხარი, მკერდზე ხელი დავადე და გავაჩერე.
-რატომ? -წარბები შეკრა.
-არ მინდა არასწორად გაიგო, მე უბრალოდ ერთღამიანი ურთიერთობის მეტს ვერაფერს დაგპირდები. ვერ დაგპირდები ლუ, არ შემიძლია.
-რატომ? -მკითხა და თმიდან ხელი გამოსწია.
-საიმონი -ვიჩურჩულე საკმარისად, რომ მას გაეგო.
-საიმონი? მას ხომ უკვე შეეწინააღმდეგე ჩემს აქ ცხოვრებაზე, ამის გაკეთება ისევ რატომ არ შეგიძლია?
-რადგან საქმე ახლა უფრო სერიოზულადაა. ჩვენ კონტრაქტი გვაქვს, სადაც ურთოერთობების უფლება არ მაქვს.
![](https://img.wattpad.com/cover/265344042-288-k972338.jpg)
YOU ARE READING
Warm Me Like a Rain [l.s]
Fanfiction18+ ;)) ___ ჰარი და ლუი მსახიობები არიან. ისე მოხდება, რომ ფილმში წყვილის როლი უნდა ითამაშონ. Larry love story S:11.04.2021 E:12.05.2021 Most Impressive Ranking #312 niall #304 zayn #373 liam #19 lou #490 larry #9 სიყვარული #1 მოთხრობა #3 ლუი #4 ზეი...