17

573 74 104
                                        

"Am I falling in love
With the one that could break my heart?"

LOUIS

ორშაბათი

ეს სიმღერა ჩემზეა. ჰარიმ სიმთვრალისას მიმღერა, მე კი დღეს ელეონორს ხელი ვთხვოვე.

-ლუი? -ელეონორმა გაკვირვებული თვალებით შემომხედა.

-გისმენ? -ისე ვიკითხე, თითქოს არ ვიცოდე რა ხდება.

-არაფერს ამიხსნი?

-რას გულისხმობ? -"გაკვირვებულმა" მკითხე.

-ის არის მიზეზი შენი ბოლოდროინდელი საქციელების, ხომ ასეა? -მკითხა. მეზიზღება ხოლმე ჭკვიანი რომ არის.

-ვერ ვხვდები რას ამბობ.

-ჩემზე აღარ გიმაგრდება, ჩაფიქრებული ხარ, მოულოდნელად ჩამოხვედი, წესიერად არც კი მკოცნი. მან შეგცვალა ხომ ასეა? -წყნარად მკითხა, მაგრამ ეტყობოდა, რომ გული გატეხილი აქვს.

-არ ვიცი რას გულისხმობ -თითქმის იგივე გავიმეორე.

-ახლა საძინებელში წავალთ და სექსი გვექნება. ამაზე რას იტყვი? -წარბი ამიწია.

-ელეონორ ახლა არ შემიძლია დაღ... -დავიწყე, მაგრამ გამაწყვეტინა.

-დაღლილი ხარ, ვიცი ლუი, უკვე დღეებია იგივეს იმეორებ. შეგიძლია გულახდილი იყო? არ გეჩხუბები, უბრალოდ მინდა სიმართლე ვიცოდე, კარგი? -თბილად მკითხა და ხელი ხელზე დამადო.

-არ ვიცი ელ, იქნებ არ ღირს ქორწილი? -ვკითხე, სახეზე დაეტყო გული როგორ ეტკინა -ანუ, ვგულისხმობ, რომ... არ მინდა გული მერე უფრო გატკინო... მის მიმართ რაღაც გრძნობა მაქვს, მეც არ ვიცი, მაგრამ... ხომ იცი ელ... საკმარისად რომ მყვარებოდი სხვაზე არ ვიფიქრებდი. ვიცი ამდენი წელი გავიდა. შესანიშნავი ადამიანი ხარ, დღემდე მიყვარხარ, მთელი გულით, მაგრამ არ მგონია, რომ შენზე შეყვარებული ვარ -ვუთხარი და ხეზე მოვეფერე.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now