12

727 74 109
                                        

"When I look into your eyes
I see all my dreams come true
When I look into your eyes"

NO POINT OF VIEW

წერილი რომ გედოს წინ, სადაც შენი სიკვდილის დრო ეწერებოდა ნახავდი?

თუ ნახავდი და გაიგებდი, რომ ხვალ მოკვდებოდი რას იზამდი?

ვისთან ერთად გაატარებდი ამ დარჩენილ ერთ დღეს?

მიუხედავად იმისა, რომ ჰარის და ლუის სიკვდილამდე ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვთ, ამ დღეს ისე ატარებენ, როგორც უკანასკნელს, რადგან იციან, რომ ხვალიდან ყველაფერს ისევ ისე შავ-თეთრად დაინახავენ, ისევ ცივ საწოლში, მარტო გაიღვიძებენ, ლუი ელეონორს დაუბრუნდება, ჰარი კი ისევ იგივე ცხოვრებას გააგრძელებს, რაც აქამდე ჰქონდა არ აქვს მნიშვნელობა მათ ეს უნდათ თუ არა.

ჰარი მთელი ცხოვრება იმით ამაყობდა, რომ საცხობში მუშაობდა, ამას ახლაც ამტკიცებს. სამზარეულოში დგას და ექსპერიმენტს ატარებს. ლუი მაგიდასთან ზის, მარჯვენა იდაყვი ზედაპირზე აქვს შემოდებული, მტევანზე თავი უდევს, საჩვენებელი თითს ქვედა ტუჩზე ნაზად ისმევს და ჰარის ღიმილით შეჰყურებს.

ლუი დაბნეულია, მაგრამ არა, უფრო დაკარგული, შეშინებული. არასდროს შეუხედავს ბიჭისთვის იმ გზით, მაგრამ ჰარის დანახვისას ეგრევე რაღაც იგრძნო. ახსოვს მანქანიდან როგორ გადმოვიდა, ქარი გრძელ თმას სხვადასხვა მიმართულებით უთამაშებდა. გოგოსთან ერთად მოაბიჯებდა, მისი გრძელი, ლამაზი ფეხებით. თითებზე ბეჭდები და ყელზე მარგალიტის ყელსაბამი ეკეთა.

ლუი მიუახლოვდა და ამ დროს მისი ლურჯი ცასავით კამკამა თვალები, ჰარის მწვანე ხასხასა თვალებს შეხვდა.

მაშინ იგრძნო გული როგორ აუჩქარდა.

დაზუსტებით ვერ იტყვის, რომ გეია, მაგრამ იცის, რომ ჰარი რაღაცას ცვლის მის სულში, გულში, ტვინში.

Warm Me Like a Rain [l.s]Where stories live. Discover now