1

2.2K 115 55
                                    

ჯონგუკი მობუზული წევს საწოლზე, ჭერს აშტერდება. საბანს ხელს ავლებს და უფრო მჭიდროდ ეხვევა, კომფორტულად ეწყობა, ბალიშში თავს რგავს და ტკბილ სურნელს შეისუნთქავს, რომელიც აბაზანიდან გამოჰყვა.

ესმის პატარა ხმაური ოთახში, კარები იღება და მაღალი ალფა შემოდის. ადგილიდან არ იძვრის, სურვილიც კი არ აქვს შეხედოს. რატომღაც ამ ბოლო რამდენიმე თვეში გააანალიზა, რომ იმდენად დიდი გრძნობები არ აკავშირებს მის ჭეშმარიტთან, როგორც ადრე. იმდენად დაშორდა მას, იმდენად შეიცვალა, საკუთარ თავსაც კი ვეღარ ცნობს.

- საყვარელო, გძინავს?- ისმის ჯიჰუნის ხმა, ჯონგუკი გრძნობს როგორ იზნიქება საწოლი და მკლავზე ეხება, ესმის მის ყურთან ჩურჩული. ხმას არ იღებს, ოდნავ იშმუშნება და კვლავ განაგრძობს თავის მოკატუნებას თითქოს სძინავს. ჯიჰუნი თავს ანებებს ომეგას, კომფორტულად თავსდება თავადაც და დაღლილს ღრმად ეძინება.

"მაპატიე, გთხოვ, მაპატიე"

თვალის კუთხიდან ერთი ობოლი ცრემლი იწყებს დენას და თეთრ ბალიშში იმალება. ატირებული პირზე ძლიერ იჭერს ხელს, რომ ხმა არ გამოსცეს. მათი ოთახის კედლებს კი მხოლოდ ჯონგუკის მწარე ცრემლები ახსოვთ.

დილით ისევ პატარა ხმაური აღვიძებს, იწევა და დასიებულ თვალებს იფშვნეტს. ქმარს აკვირდება, რომელიც წვალობს ჰალსტუხის გამო.

- დამეხმარები?- კითხულობს ღიმილით, როდესაც სარკიდან ამჩნევს როგორ უყურებს მისი ლამაზი ომეგა. ჯონგუკი იბნევა, თავს ავტომატურად აქნევს და ფეხზე დგება.- არა, დაწექი, მე მოვალ.

და ისიც ადგილზე შეშდება, ჯიჰუნი გვერდით უჯდება და თავს ახლოს უწევს.

- დღეს რამდენიმე შეხვედრაზე უნდა წავიდე, მერე პროექტი მაქვს დასამთავრებელი. გვიან დავბრუნდები, იმედია არ მოიწყენ,- შუბლზე ჰკოცნის მეუღლეს, შემდეგ კი კოსტუმს იცვამს და ოთახიდან გადის, ისე რომ, ჯონგუკის პასუხს არც ელოდება.

ადონისიWhere stories live. Discover now