16

614 78 8
                                    

ჯონგუკი მიმღებშია. ექთანს ესაუბრება. ომეგა ღიმილიანი სახით აწვდის საბუთებს რომ შეავსოს, გუკი იბნევა. არაფერი იცის ნორმალურად სოჯინზე. იუნგის ურეკავს და დახმარებას სთხოვს. თეჰიონი კი ბავშვს მკერდზე იკრავს და ექიმს მოახლოების საშუალებას არ აძლევს.

- დარწმუნებული ხართ რომ ამხელაა საჭირო?- ჯინს იმ ხელზე ეფერება, რომელზეც ნემსი უნდა გაუკეთონ, ბავშვი დაბნეული აცეცებს თვალებს აქეთ - იქით.

- დიახ, ბატონო, იქნებ ნება მოგვცეთ გავუკეთოთ?- იღიმის ექიმი და ხელისკენ იწევს.

- და ეს აცრა... მართლა საჭიროა? თუ რამე ფუნქცია არ აქვს იქნებ არ გავუკეთოთ?- წუწუნებს თეჰიონი, მანამ სანამ ექთანი სოჯინს მკლავს უზელს.

- ბატონო, რა თქმა უნდა, საჭიროა. ყველა მცირეწლოვანს ვუკეთებთ, რა კითხვრბია?

- უბრალოდ მტკივნეული ჩანს,- ნერვიულობს თეჰიონი და ზედ სახეზევე ეტყობა,- იქნებ მაინც არ გვინდა?

- საჭიროა, მაგრამ თუ არ გსურთ, მაშინ რისთვის მომიყვანეთ ბავშვი?- დაღლილი ამოთქვამს და სკამის საზურგეს ეყრდნობა,- ბატონო, ნებას თუ არ მოგვცემთ არაფერი გამოვა.

- რა ხდება?- კაბინეტში ჯონგუკი შემოდის,- უკვე დაასრულეთ?

- სამწუხაროდ, არც დაგვიწყია, ბატონი უფლებას არ გვაძლევს,- ოხრავს ექთანი.

- თეჰიონ? რა მოხდა?

- შეხედე რამხელა ნემსია. ცოდოა ჯინი, ამხელა რა საჭიროა?- წუწუნებს და ბავშვს მალავს.

- მომიყვანე ჯინი,- მკაცრად ამბობს და ხელებს წინ იშვერს,- დროზე.

- მაგრამ ჯონგუკ...

- თეჰიონ,- ჯონგუკი იცდის, მისი სახის გამო დიდი სიამოვნებით გაიცინებდა, მაგრამ არ შეუძლია, ახლა მკაცრი იერი უნდა შეინარჩუნოს,- ბავშვი მომიყვანე.

თეჰიონი მკლავებში უწვენს პატარას, ისიც ექთანთან მიდის და წინ ეფარება რომ ნემსის გაკეთების მომენტი ალფამ არ დაინახოს.

ადონისიWhere stories live. Discover now