9

701 94 23
                                    

ჯონგუკს არ ახსოვს როდის ამოვიდა თეჰიონის ოთახში. მხოლოდ ალფის სახეზე დავარდნილ მზის სხივებს აჩერდება, ასე ლამაზად რომ მოძრაობენ. ფრთხილად ეფერება ლოყაზე და საერთოდ არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ახლა მასზე მიკრულს ერთ საწოლში სძინავთ. ჯონგუკს მზერა თითზე არსებული ბეჭდისკენ გადააქვს. გრძნობს როგორ აწვება ცრმლები, მაგრამ თავს იკავებს. უჩუმრად გადის სააბაზანოში, წყალს უშვებს და ნიჟარას ეყრდნობა. თავს კარაგდ არ გრძნობს, მაგრამ რადგან მამიკომ უთხრა, რომ რამდენიმე დღე მოეთმინა, ასეც მოიქცევა.

- ჯონგუკ?- ისმის თეჰიონის ხმა ოთახში, ისიც მალევე იწესრიგებს სახეს, რომ არაფერი შეეტყოს, შემდეგ კი აბაზანიდან გამოდის.

- გისმენ?

- მეგონა წახვედი,- ბუტბუტებს ხმადაბლა და საწოლიდან დგება. ომეგას უახლოვდება, წელზე ეხვევა, თავისკენ იზიდავს და ზემოდან ღიმილით დაჰყურებს. შუბლით შუბლზე ეყრდნობა,- მინდა რომ გაკოცო, ნებას დამრთავთ, ბატონო ჯონგუკ?

ომეგას ეცინება, თავად ჰკოცნის პირველი, შემდეგ კი ოთახიდან გადის. თეჰიონი მთვრალივით მიჰყვება უკან. დილის საუზმე კარგად მიმდინარეობს, შემდეგ ალფა ჯონგუკს სასტუმროსთან სვამს, თავად კი სამსახურში მიდის, მაგრამ იბარებს, რომ შესვენებაზე აუცილებლად დაუკავშირდება.

ჯონგუკი გაბრუებული ადის ოთახში, სადაც საწოლზე მჯდარი მარკი ხვდება. შიშისგან ყვირის, შემდეგ კი პირზე ხელს იფარებს და ბარათს იქვე აგდებს.

- აქ როგორ შემოხვედი?- კითხულობს გაკვირვებული და მოსაცმელს იხდის.

- თვითონ მითხარი სასტუმრო, სართული კარები და პაროლი,- მხრებს იჩეჩს ომეგა.

- აჰ, დამავიწყდა, რამე მოხდა? აქ რამ მოგიყვანა?

- ვინ იყო ის სიმპატიური ალფა?- წარბებს წევს მარკი.

- მამა, ეს შემდეგ, რა ქენი? ესაუბრე მათ?

- ვესაუბრე. ჯერ იყოდა უარყვრს, მერე ისე გულმოდგინედ დაიწყეს შენზე გადმობრალება, საბოლოოდ პატიება ითხოვეს, მაგრამ მე რის მარკი ვარ პასუხი რომ არ ვაგებინო ჩემი შვილის გამო ყველას. შენთან საუბარი მოინდომეს, უარი ვთქვი, მაგრამ დაჟინებით ითხოვენ, ასე რომ, გადაწყვიტე შეხვდები თუ არა,- ატრიალებს თვალებს,- განქორწინების საბუთები ორ დღეში მზად იქნება. ჯიჰუნი?

ადონისიWhere stories live. Discover now