11

784 93 29
                                    

ნამჯუნი ცხელი ჩაით სავსე ჭიქებით გამოდის სამზარეულოდან. ერთს დივანზე მჯდარ ჯიმინს უწვდის, მეორეს კი თავად იტივებს. ომეგა უღიმის და სიცივის გამო მის მკერდს ეკვრის, დღეს გაუმართლა, არ მუშაობს, ასე რომ, სურს დრო თავის საყვარელ მეუღლესთან ერთად გაატაროს.

- ცოტაც და მალე შენი დაბადების დღე იქნება,- უღიმის ქვემოდან და ყელში პატარა კოცნებს უტოვებს,- ძალიან, ძალიან მომენატრე.

ხტება და მას ეხუტება მაგრად, ფეხებს წელზე ხვევს, ხელებს კი კისერზე. ნამჯუნი უეცარი ქმედებისგან დივანზე ყირავდება და ხმამაღლა იწყებს სიცილს.

- მეც მომენატრე, პატარავ,- ზურგზე ხელს უსვამს და ოდნავ იწევა.

- შენთვის ტორტი მაქვს და საჩუქარიც,- სამზარეულოდან გამოაქვს პატარა შოკოლადის ტორტი, სანთლებსსაც უნთებს და სიმღერასაც იწყებს. ნამჯუნი ღიმილით შესცქერის ომეგას. ისეთი ბედნიერია, რომ მას შეხვდა. ისეთი გახარებულია, რომ ის არის მისი მეუღლე. გული ლამისაა სიხარულისგან გაუსკდეს.- ჩააქრე.

- ახლავე,- სანთლების ჩაქრობის შემდეგ, ჯიმინი პატარა ყუთს უწვდის, საიდანაც ალფა ახალთახალ როლექსის საათს იღებს, გაოგნებული შეჰყურებს ჯიმინს. არ ელოდა, ეს ხომ ზუსტად ის საათია, რომელოც ასე ძალიან სურდა.- საიდან...

- დავინახე როგორ უყურებდი დახლზე,- ეცინება და ხელზე უკეთებს,- და შეგვიძლია მომავალში ჩვენს შვილსაც ვაჩუქოთ იგივე.

- ხო, ვაჩუქოთ,- შუბლზე ჰკოცნის და ძლიერად იხუტებს,- გავიჭყლიტეთ.

- რა? ა, ხო, მაპატიე,- ჯერ კიდევ დაბნეული სცილდება ჯიმინს,- გავიჭყლიტეთ?

ამახვილებს ბოლოს ყურადღებას სიტყვაზე.

- გავიჭყლიტეთ,- ღიმილი ყურებზე ასდის ჯიმინს.- შვილი, ნამჯუნ, მე და ჩვენი შვილი, რა დაგემართა, ღმერთანი.

ყვირის, როდესაც ალფა ვერ ხვდება ვერაფერს. ნამჯუნი ჯერ მის ხელებს ეჭიდება, მზერად ჯიმინის მუცლისკენ აპარებს. გაფითრებული ძლივს ეხება.

ადონისიWhere stories live. Discover now