20

1.1K 99 32
                                    

ვახშამი იდეალურია, ამისთვის ბევრი იშრომეს ჯინმა და იუნგიმ. ჰოსოკი საკუთარ შვილს ართობს. მაგიდა თითქმის სავსეა სხვადასხვა საკვებით, იუნგი კი გაბრწყინებული თვალებით შესცქერის იქაურობას.

- სამწუხაროა, რომ ორ დღეში წასვლა მიწევს,- ოხრავს და დივანზე ეცემა უკმაყოფილოდ.

- ისევ ჩამოდი. ამის გამო გულს ნუ გაიტეხ, მეც ჩამოვალ ხოლმე, ჯონგუკსაც წამოვიყვან,- ამხიარულებს ჯინი და ჩაძინებული მამა - შვილისკენ აპარებს მზერას.

- ამდენი დრო ჯერ არ გაუტარებია ჯინთან,- ეღიმება იუნგის,- მუდმივად სამსახურში ყოფნის გამო, გვიან მოდიოდა. სოჯინს კი ეძინა, ისე დახტოდა, ისე უნდოდა მასთან ჩახუტება და ვერ ახერხებდა, არ უნდოდა გაეღვიძებინა, ახლა კი აინაზღაურა.

- მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია, რომ ასეთი პატარა ანგელოზის მამაა,- თმებზე ეფერება ჯინი. იუნგის არ უკვირს, მიუხედვად იმისა, რომ გუშინდელთან შედარებით სრულიად სხვა სოკჯინი ზის ახლა წინ. ის ასეთია, ასეთად იცნობს და სწორედ ასეთად დარჩება მის თვალში.

- ნეტავ თეჰიონის პატარას მოვესწრებოდე მალე,- ოცნებობს ომეგა,- ისე მინდა, გეფიცები, ლამის იქით შევთავაზო ვინემსთან ქორწილი. წარმოიდგინე, თეჰიონი და თავისი პატარა.

ლამის ცრემლები წასკდეს ომეგას.

- ახლა დრამის საათები დაგეწყო?- წუწუნებს იუნგი, რადგანაც ხვდება რომ ნელ - ნელა თავადაც იწყენს.

- არ ვიცი, მაგრამ...- ომეგას საუბარს კარზე ზარის ხმა აწყვეტინებს. ჰოსოკსაც ეს აფხიზლებს და იწევა. მისაღებში ბედნიერი თეჰიონი და ჯონგუკი შემოდიან ხელიხელ ჩაკიდებულნი.

- აბა, გვრიტებო, ხომ არ იმაიმუნეთ?- წარბებს ათამაშებს ჰოსოკი.

- მოდი, ახლა არ გვინდა რა. ახალ წელს გილოცავ,- იღიმის თეჰიონი და საჩუქრებს იქვე ნაძვის ხის ქვეშ აწყობს.- ყველას თავისი სახელი აწერია.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 17, 2021 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ადონისიWhere stories live. Discover now