4

801 101 51
                                    

ჯონგუკი მშვიდად, აუღელვებლად მიიწევს შუა ქუჩაში. წვიმას უკვე გადაეღო, გარეთ ცოტათი ქარი ქრის, ცხვირი კი გაყინული აქვს. ჯიმინს აღარ მოსუმინა, არც მისი თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვიტა სახლში წასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთოდ არ სურს. გზად რამდენიმე გუბეშიც კი ჩადგა ფეხი.

ნუთუ თავად აკეთებს რამეს არასწორად? თავად დააკლო ჯიჰუნს სითბო, ალერსი ან ზოგადად ის ყველაფერი, რაც ომეგასა და ალფას შორის იყო? ჯონგუკი მუდამ მზადაა მის დასახმარებლად. ის მუდმივად აკონტროლებდა ჯიჰუნის გრაფიკს, ხელს უწყობდა. დასვენების დღეებში არ აწუხებდა. სამსახურში წასვლამდე საუზმეს უზმადებდა, ისევე, როგორც ვახშამს. არ არცხვენდა მას, არ ჰქონდა მეძავის მარკა აკრული.

ჯიჰუნისგან კი მხოლოდ სითბოს და ცოტათი მეტ დროს მოითხოვდა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჯონგუკი გააგრძელებს ასე, დაივიწყებს იმას, რომ მის მიმართ იგივეს ვეღარ გრძნობს, რომ მისი სურნელი უკვე დიდად აღარ მოქმედებს. თუ ჯიჰუნი შეწყვეტს ასე მოქცევას, დაივიწყებს განქორწინებას და ყველაფერ იმას, რასაც აპირებდა.

ჯერ კიდევ უყვარს, ჯერ კიდევ შემორჩა ის გრძნობები, რაც ქორწინებამდე გააჩნდა. მაგრამ ეს ყველფერი რამდენად მოხდება - არ იცის. ჯიჰუნს ვეღარ სცნობს, თითქოს გამოცვალეს.

სიცივემ კიდევ ერთხელ დაუარა სხეულში, თანაც იმდენად ძლიერ, რომ მოიბუზა და ცხვირი მოსაცმელში ჩარგო.

- აქ რას აკეთებ, მშვენიერო?- ისმის ზედმეტად ნაცნობი ხმა და ჯონგუკის აზრებიც იფანტება,- გაიყინები.

- თეჰიონ? აქ რას აკეთებ?- უბრუნებს კითხვას ისე, თითქოს არც გაუგია.

- სადღაც მივდიოდი, მაგრამ გზად შენ დაგინახე,- ლამის მანქანიდან ძვრება,- სად მიდიხარ? წამოდი, წაგიყვან.

- არა, იყოს. შენ საქმე გაქვს, მე კი თითქმის მივედი სახლში,- იღიმის და ხელს გზის ბოლოს არსებული სახლისკენ იშვერს.

ადონისიWhere stories live. Discover now