6

747 99 22
                                    

ცოტათი გადაღლილი, დაქანცული წევს სავარძელზე და დაძინებას ცდილობს. ოთახში შემოსული ჯიჰუნი კი  წამიერად ჩართული ხმამაღალი სიმღერასავითაა ჯონგუკისთვის. უკმაყოფილოდ იწევა და მისგან შორს გადის.

- რა მოხდა?- კითხულობს ალფა, როდესაც სახლში ყველაფერს გადაადგილებულს ხედავს.

- არაფერი, საქმე არ მქონდა და გადავწყვიტე რაღაცები შემეცვალა,- მხრებს იჩეჩს, ამ რაღაცებში კი უმეტესად მათი ფოტოების გადამალვა შედის.

- კარგია, ასეც მომწონს,- იღიმის და ჩანთას იქვე დებს.- ძალიან დავიღალე, დღეს ბევრი საქმე მქონდა.

- როგორ ჩაიარა თათბირმა?

- მშვენივრად, ძალიან კარგად, ფანტასტიური იყო,- ჩაფიქრებული პასუხობს ალფა. ჯონგუკი ამჩნევს როგორ ილოკავს ტუჩებს, ლამის გული აერიოს. ვერც კი ხვდება ახლა ასე მშვიდად რატომ დგას, რატომ უსმენს თავის მოღალტე ქმარს, რატომ არაფერს აკეთებს მისგან თავის დასაღწევად.

- კარგია,- უგდებს სიტყვას და კიბეებისკენ მიდის,- დავიღალე და უნდა დავიძინო.

იმ ღამეს თეჰიონს არ მოუწერია. ჯონგუკი ცოტათი გულნატკენი იძინებს, ისევ ჯიჰუნის გვერდით. მაგრამ დილით ზედმეტად კარგ ხასიათზე დგება, როდესაც ბალიშის ქვემოთ ტელეფონი, თეჰიონის შეტყობინების გამო ბზუის.

-"დილამშვიდობისა, მშვენიერო. მაპატიე, გუშინ ბევრი სამუშაო მქონდა და ჩამეძინა😅"- ჯონგუკი ღიმილით დაჰყურებს მესიჯს.

-" დილამშვიდობისა, თეჰიონ, არაუშავს, თავს მიხედე და გამოიძინე"

-" მინდოდა სადმე გავსულიყავით, სასიერნოდ თუნდაც, რას იტყვი?"- ჯონგუკს ყურებამდე ეღიმება, გულისცემა კი უჩქარდება.

-"თანახმა ვარ, რომელზე?"

-" მე რომ გამოგიარო, რა აზრის ხარ?"

ადონისიWhere stories live. Discover now