7

731 93 23
                                    

ჯონგუკს არასასურველი საქმიანობის შესრულებაში ბადალი არ ჰყავს. ახლაც სასტუმროს ნომერში, სარკის წინ მდგარი საკუთარ თავს აკვირდება. ლამაზად, მაგრამ მის თვალში მაინც საშინლად რომ გამოიყურება. თმებს აწვალებს, სახეზე თითებს ისვამს, ჰგონია, რომ რაღაც აკლია. ძმასთან დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს, ერთმანეთთან არც კი კონტაქტობენ, მაგრამ, რადგან მამიკომ გადაწყვიტა რომ ჯონგუკის იქ ყოფნა საჭიროა, ესეიგი ასეცაა. სხვაშემთხვევაში ომეგა ამას არ სთხოვდა.

- მზად ხარ?- ისმის ტელეფონში ჯიჰუნის ხმა. მთელი ღამე ფიქრობდა ალფა თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჯონგუკის თავს, მაგრამ, რადგან არ თქვა, ესეიგი არ სურს და დაძალებაც არ უნდა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჭკუიდან გადასული ძალით არ ამოჰგლეჯს სიტყვებს პირიდან.

- მზად ვარ,- ხმადაბლა ამბობს და ტელეფონს საწოლზე აგდებს. საკუთარ თავს აძალებს, რომ გაიღიმოს, ეს დღე რამენაირად უნდა გადააგოროს, შემდეგ კი თეჰიონთან მოაგვარებს სიტუაციას. თუ საშუალება ექნება დღეს მამასთან დარჩება სახლში და გაესაუბრება. იცის რომ მამიკო გაუგებს, დაეხმარება და მოაგვარებინებს ყველაფერს.

ჯონგუკი საბოლოოდ გადის სასტუმროდან და გზის მოპირდაპირე მხარეს გადადის, ჯიჰუნიც რამდენიმე წუთში ჩნდება მასთან.

- მშვენიერი ხარ,- ხელს მისკენ იწვდენს, უნდა ჩაჰკიდოს, მაგრამ ჯონგუკისგან მომავალ სიცივეს გრძნობს. ამიტომ ჰაერშივე უშეშდება, შემდეგ კი საჭეზე აბრუნებს.

- სწრაფად მივიდეთ, არ დავაგვიანოთ,- თავს ფანჯრისკენ აბრუნებს. სახლამდე დაახლოებით ოც წუთში მიდიან, ჯიჰუნი პარკინგზე აყენებს, ამავდროულად ჯონგუკს მანქანიდან გადმოსვლაში ეხმარება. ომეგა ყურადღებას არ აქცევს მის გამოწვდილ ხელს, მაგრამ კარებში მდგარი გრძნობს ალფის ხელებს წელზე და ამას ვერაფერს შველის.

ადონისიWhere stories live. Discover now