14

722 82 12
                                    

საახალწლო პერიოდი ჯონგუკისთვის ძალიან მნიშვნელობანია ყოველთვის. მუდამ სურდა კარგად აღენიშნა, მეგობრებთან, საყვარელ მამაკაცთან, ჯიჰუნთან კი ეს ერთხელ ვერ მოახერხა, ვერც ვერასდროს მოახერხებს. სამაგიეროდ თეჰიონი გვერდით ჰყავს. ჯერ მხოლოდ ოცი დეკემბერია, მაგრამ იმდენად აჟიტირებულია, რომელ საქმეს მიაწყდეს აღარ იცის, თეჰიონი კი შეწუხებული დასდევს უკან და ყველა კაპრიზს უსრულებს.

- იქნებ სახლში დავბრუნდეთ?- წუწუნებს და ცელოფნებს მანქანაში აწყობს.

- კარგი აზრია, მაგრამ...- შეშდება, როდესაც უცნაურ მაღაზიაა ამჩნევს, თვალებს აწვრილებს და თეჰიონის წუწუნს საერთოდ არ უსმენს.

- რა ხდება?

- ასეთი ადრეც მაქვს ნანახი,- ჩაფიქრებული აშტერდება რაღაც უცნაურ ფერ ვაზას, საიდანაც დაბალი კვამლი ამოდის.

- დარწმუნებული ხარ?- ტუჩებს კუმავს და ხელებს მკერდზე იწყობს, ჯონგუკს კი ზემოდან დაჰყურებს. ცდილობს არ გაეცინოს, მაგრამ თავს მაინც მაინც ვერ იკავებს.

- კი, ენის წვერზე მადგას და მაინც ვერ ვხვდები საიდან მეცნობა,- ომეგა კვლავ ჩაფიქრებული აშტერდება მინას.

- იქნებ წარსულში ჯადოებს აკეთებდი?- წარბს წევს თეჰიონი და ყურში ეჩურჩულება,- ჯადოქარი ხარ?

- რა სისულელეს ამბობ? რა შუაშია ეგ?

- იქნებ მაღაზიის სახელს დააკვირდე?

- თეჰიონ,- ყვირის იმდენად ხმამაღლა, რომ ყველას ყურადღებას იქცევს,- წავედით.

ხელს ავლებს და იქაურობას სცილდება. მანქანაში სიჩუმეა, ალფამ იცის თუ ხმას ამოიღებს გაეცინება, ჯონგუკისგან კი მაგრად მოხვდება.

სახლში მისულს პირდაპირ შემოსასვლელში ალაგებს ყველაფერს, რამდენიმე წუთით მარკს ესაუბრება და მისაღებში ჯონგუკთან ბრუნდება, რომელიც ცარიელ ჭიქას ატრიალებს.

ადონისიWhere stories live. Discover now