10

734 94 28
                                    

ჯონგუკი ფანჯარასთან დგას, მაღლიდან აკვირდება ქალაქს. მთელი ღამე ძილი არ მიჰკარებია. რამდენჯერაც ჩაეძინა, იმდენჯერ თეჰიონის სახე წარმოუდგა თვალწინ. გამთენიისას აივანთან ახლოს სავარძელზე იჯდა. ტელეფონი რამდენჯერმე აიღო ხელში, ფიქრობდა, იქნებ მოეწერა, იქნებ დაერეკა, რამდენჯერაც სცადა, ტელეფონი ხელიდან გააგდო. მან თქვა რომ დრო სჭირდება, ჯონგუკი კი დააცდის.

- რატომ გღვიძავს ასე ადრიანად?- კითხულობს ჯიმინი და თვალებს იფშვნეტს.

- ვერ დავიძინე, თეჰიონზე ვფიქრობდი,- ოხრავს და ფეხზე დგება, სიცივის გამო ფანჯარას ხურავს.

- გთხოვ, ასე ნუ განიცდი,- მხრებზე ეხება ჯიმინი,- დღეს რამე გეგმები გაქვს?

- ჯიჰუნის მშობლები უნდა ვნახო, ასე რომ, წინ ომი მელის,- ატრიალებს თვალებს ჯონგუკი. ჯიმინი მხოლოდ ოხრავს, აფრთიხლებს რომ ნამჯუნი მოაკითხავს, შემდეგ კი ტანსაცმელს იცვამს. ჯონგუკი მამას ესაუბრება, არიგებს რომ საღამოს ექვსი საათისთვის შეხვდება მათ, შემდეგ კი გარეთ გადის. ფეხებს ისევ თეჰიონის სახლთან მიჰყავთ. არ დააკაკუნებს, არ აგრძნობინებს მის ახლოს ყოფნას, მაგრამ შორიდან შეამოწმებს მდგომარეობას.

ხედავს მანქანა ეზოში აყენია, ჩუმად შედის და სახლის გვერდით იტუზება. უკანა შესასვლელის გვერდით არსებული ფანჯრიდან ათვალიერებს შიგნით სახლს, სიბნელეა, თეჰიონი არ ჩანს. ჯონგუკი კედელს ეკვრის, თავს საშინლად გრძნობს. იქვე იკეცება. მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, თეჰიონი ახლა დაინახოს, კარგად მყოფი, ჯანმრთელად, თუ საჭირო გახდა მისი ბედნიერებისთვის თავსაც კი დაანებებს, მაგრამ ის არ ჩანს.

ფეხზე დგება და სახლის გზას ადგება. თეჰიონს ყვავილები მოსწონს, ეზო სავსე აქვს, ხის ქვეშ ლამაზი საქანელაც კი კიდია. გვერდით მაგიდა და სკამები, ღიმილით შესცქერის. ცრემლებს გამოჩენის უფლებას არ აძლევს. წამებში ფხიზლდება და კედელს მტკივნეულად ასკდება, როდესაც კარები იღება და სპორტულებში გამოწყობილი თეჰიონი გამოდის. ჯონგუკი უკნიდან თვალს ადევნებს, მაგრამ არ უნდა დაინახოს აქ რომ არის. წინ იწევა, მაგრამ ალფას ვეღარ ხედავს, თითქოს აორთქლდა. ჩაფიქრებული ერთ წერტილს აშტერდება, ვერ გაუგია ასე უცებ სად გაქრა და შეუძლია თუ არა წასვლა.

ადონისიWhere stories live. Discover now