18

641 75 20
                                    

კომენტარები! დაგხოცავთ იცოდეთ!

~ ~ ~*~*~ ~ ~

ჯერ მხოლოდ ოცდასამი დეკემბერია, სეულში კი უკვე თოვს. გაყინული ჯონგუკი აეროპორტის შენობას აფარებს პატარასთან ერთად თავს, დაახლოებით ათ წუთში იუნგისა და ჰოსოკის თვითმფრინავი უნდა დაეშვას, კიმები კი არ ჩანან. ჯონგუკი აპირებდა გასვლას და მათ მოძებნას, მაგრამ პატარა შეეცოდა, სიცივეში კიდევ უფრო არ გაყინულიყო, ზემოდან დაჰყურებს და რბილ სათამაშოს აწვდის მთელი გზა თავს რომ ირთობდა. მკერდზე იკრავს, რომ ცოტათი მაინც გაათბოს და ისედაც შეფუთულს კიდევ თავის პალტოში ხვევს.

- რაო, ჯერ კიდევ არ ჩამოსულან?- ისმის სოკჯინის წუწუნი და მძიმედ ეხეთქება სკამზე, ჯონგუკი ამჩნევს მის ქვემოთ დაყრილ თოვლს და შეკრული წარბებით აჩერდება ალფას.

- თქვენ რა, იგუნდავეთ?- ისე კითხულობს, თითქის დანაშაული ჩაედინოთ.

- ცოტათი.

- რა მოხდა მერე?- აყოლებს თეჰიონი,- გამაბრაზა და თავი ჩავაყოფინე, სულ ცოტათი.

ეშმაკური ღიმილით უყურებს უფროსს. ჯინი შეკრული წარბებით დამშვიდებას არ აპირებს, თეჰიონი ხვდება ამას, ამიტომაც ენას აჩუმებს. უკვე აცხადებენ კიდეც, რომ თვითმფრინავი დაეშვა და რამდენიმე წუთში ჰორიზონტზე ჰოსოკი მოჩანს. როგორც კი ნაცნობ სახეებს ხედავს, მაშინვე მათკენ გარბის, ჩემოდანსაც კი შუა გზაზე აგდებს, სოკჯინის გაშლილ ხელებს აიგნორებს და ჯონგუკისკენ მიიწევს, რომელსაც სოჯინი ჩაეკრა გულში.

- ჩემი პატარა, ჩემი ცომის გუნდა,- ცხვირზე ჰკოცნის მონატრებულს,- ჩემო ლამაზო, მოენატრე მამიკოს.

კვლავ განაგრძობს ბავშვის დაკოცვნას, იუნგი კი დანარჩენებს ესალმება და საბოლოოდ დაუკმაყოფილებლ ჰოსოკს ბავშვს აცლის ხელიდან და ეხუტება. ჯონგუკი ღიმილით უყურებს ამ სანახაობას.

- წავიდეთ, თორემ აქ ცივა,- აცხადებს თეჰიონი და იუნგის ჩემოდანს ხელს ავლებს, ის და ჰოსოკი ერთად გადიან გარეთ.

ადონისიWhere stories live. Discover now