19

633 75 7
                                    

აფორიაქებული ომეგა აქეთ - იქით დარბის, მთელ სახლში მხოლოდ ის, ჯინი და იუნგი არიან. ალფები პატარა ომეგასთან ერთად გავიდნენ გარეთ. ჯონგუკი ანერვიულებული შედის სამზარეულოში და წყლით სავსე ჭიქას ცლის, შემდეგ კი სკამზე ჯდება.

- რა განერვიულებს?- კითხულობს ნამძინარევი იუნგი, რომელიც დილის შვიდზე ქმრის ბრგაუნმა გამოაფხიზლა.

- დამავიწყდა. რა საშინელი ადამიანი ვარ. თეჰიონის დაბადების დღე ზეგ არის. მე კი რიცხვი რომ არ მეკითხა, არც გამახსენდებოდა,- ამოიტირა ომეგამ.

- მართალია, საშინელი ადამიანი ხარ, მაგრამ რატომ არ გკიდია? თეჰიონს რომ ჰკითხო, გეტყვის პირველ იანვარს დავიბადეო,- ატრიალებს თვალებს ჯინი.

- სოკჯინ, დამშვიდდი,- ატრიალებს თვალებს იუნგი.- როდის შეხვდები ვინმე ისეთს, ვინც მოგარჯულებს?

- მე სულ შენთან ვიქნები,- თვალს უკრავს ომეგას და ისიც გაგებულისგან ოხრავს.

ჯონგუკი დილით საჩუქრის საყიდლად გავიდა, ახარებს ის ფაქტი, რომ რაღაც ნორმალური იყიდა, მაგრამ ვერ ეგუება იმას, რომ ლამის დაავიწყდა.

- დამშვიდდი, კარგი? ყველაფერი რიგზეა, მიდი მოემზადე, თან მალე ახალი წელიცაა, ასე რომ, ეს სამი დღე ძალიან კარგი იქნება,- საყვარლად უღიმის და ომეგას ოთახში აცილებს.

- მისმინეთ, ახალ წელს კოცნა და მსგავსი რამ არ გავიგო,- აფრთხილებს ორივეს სოკჯინი.- თორემ ტუჩებით ზედ მიგაწებებთ ერთმანეთს.

- შენს მარტოსულ ტრაკს აკოცე, კიმ სოკჯინ,- კმაყოფილი იღიმის და ოთახში იკარგება.

-

- ახალი წელი, თეჰიონის დაბადების დღე. ახალი წელი, თეჰიონის დაბდების დღე,- განუწყვეტლივ იმეორებს და გრძნობს როგორ იმატებს ნერვიულობა. არ შეუძლია თავის შეკავება, თითქოს რაღაც ექაჩება სხეულში. ჯონგუკი დათრგუნულია, ჰაერი არ ჰყოფნის. ბოლოს ასე როდის ინერვიულა, არ ახსოვს. თითებს აწვალებს, ლამის ფრჩხილების ჭამაზე გადავიდეს, ოთახში ბოლთას ცემს, მოუსვენრობისგან ფანჯარას აღებს, რომ სიცხის შეგრძნება შეამსუბუქოს. ქვედა სართულიდან ესმის ალფის ხმა, მაგრამ გარეთ არ გავა, ასე ვერ დაენახება, ჯერ უნდა დამშვიდდეს.

ადონისიWhere stories live. Discover now