13

755 79 15
                                    

მარკი შეწუხებული დადის აქეთ - იქით, ბოლთას სცემს. პირზე ხელს ისვამს. თავში ათასი იდეა უტრიალებს. საბოლოოდ კი გამაღიზიანებელი წამოძახილით ჯდება დივანზე და შვილის არაფრის მთქმელ მზერას აკვირდება.

- რა ვქნათ?- ენას აწკლაპუნებს ჯონგუკი.

- ადვოკატებს დავიქირავებ, თვეები გაიწელება ეს საქმე და ჯიჰუნს მოვკლავ,- სისინებს ხმადაბლა.

- მე რა მეშველება? გუშინ ჩემს სახლთან იყო მოსული, კარები ლამის ჩამომიღო, ბოლოს დაცვამ გაათრია,- ბრაზმორეული აცხადებს ჯონგუკი.

- ვფიქრობ, გუკი, დამაცადე. არ მინდა უარესი ვარიანტი შემოგთავაზო.

- მამა, მითხარი,- იძაბება ომეგა.

- ვფიქრობ სადმე გადაგმალო, ჯიჰუნი ჩემთანაც იყო მოსული, ნასვამი, შენ გეძებდა,- ქვედა ტუჩს კბენს შეშინებული.

- რას ამბობ?- წარბებს კრავს ჯონგუკი,- მერე თეჰიონი? ან ჯიმინი?

- გუკი, ვიცი, მაგრამ სხვა გზას ვეძებ. მან რომ რამე დაგიშავოს?

- არაფერს დამიშავებს, მამა, ბავშვი ხომ არ ვარ? მე კი არსად წავალ,- მტკიცედ აცხადებს და გაგებულით შეძრწუნებული სამზარეულოში გადის. თეჰიონს უნდა შეხვდეს საღამოს, არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ მასთან მისვლა და მის მკლავებში ყოფნა აქვს გადაწყვეტილი.

- მიდიხარ?- კითხულობს მარკი და შვილს თვალს აყოლებს.

- მივდივარ,- უხეშად პასუხობს და მის ძმას აყოლებს ზიზღნარევ მზერას.

- მოუხშირა აქ სიარულს,- ჯევონი ცალყბად იცინის და სამზარეულოს კარებს ეყრდნობა.

- და უფლება არ მაქვს?- გაღიზიანებული იჭრება. ლამისაა ალფას ეცეს, მარკი აკავებს და გარეთ გაჰყავს,- გამაგიჟებს, მუდმივად ასე იქცევა!

ყვირის ეზოში და ხალხის ყურადღებასაც იქცევს.

- თავი დაანებე,- მშვიდად პასუხობს და მოსაცმელს აცმევს,- წადი და უბრალოდ დააიგნორე.

ადონისიWhere stories live. Discover now