17

656 79 2
                                    

მუზეუმი, როგორც ყოველთვის, საოცარი ნახატებითაა სავსე. ჯონგუკს უბრალოდ არ შეუძლია აღფრთოვანება არ გამოხატოს. თეჰიონს ებღაუჭება მკლავზე, რომელსაც პატარა სოჯინი დაეკავებინა და ღიმილით დასდევდა უკან.

- არ შემიძლია ეს ნახატი არ გამოვარჩიო,- დგება ერთ - ერთის წინ და გაოგნებული უყურებს. თეჰიონმა იცის, ჯინსაც სწორედ ეს მოსწონს ყველაზე მეტად, გაოგნებულია მათი მსგავსი გემოვნებით.

- მინდა ვიღაც გაჩვენო,- მკლავზე ეჭიდება და სხვაგან წასასვლელად მომზადებულს ადგილზე აჩერებს. ომეგა ცოტათი დაბნეული უყურებს, მაგრამ მაინც კიჰყვება ზედა სართულზე.

- ვინ უნდა მაჩვენო?- ცნობისმოყვარეობას ვერ უმკლავდება და მაინც კითხულობს. თეჰიონი უპასუხოდ ტოვებს და მეოთხე სართულზე ადის, სადაც ცოტათი ბნელი დერეფანია. ომეგა ჯერ კიდევ დაბნეული აცეცებს აქეთ - იქით თვალებს. დერეფნის ბოლოს, ერთ - ერთი კარის ღრიჭოდან მოჩანს ყვითელი სინათლე, ასე მკაფიოდ რომ იხატება სიბნელეში და თეჰიონიც სწორედ მისკენ მიდის. დაუკაკუნებლად აღებს კარებს და ჯონგუკიც ამჩნევდ ფანჯარასთან მჯდარ ომეგას; რომელიც დიდი მონდომებით უსმევს ფუნჯს ტილოზე.

- ეს...- ცოტათი გაკვირვებული ნელა მიაბიჯებს წინ, ალფაც უჩუმრად მიჰყვება ფეხ და ფეხ და მის რეაქციებს აკვირდება. ჯონგუკი თავისი უზარმაზარი თვალებით კედლებზე არსებულ ნახატებს ათვალიერებს, რომელიც ასე ნაცნიბია მისთვის, შემდეგ მზერა ტილოზე გადააქვს, სადაცა არანაკლებ ნაცნობი ნახატი მზადდება.- შენ?

- გამარჯობა, ჯონგუკ,- იღიმის სოკჯინი და მრგვალი სკამით ომეგისკენ ტრიალებს, ფუნჯებს წყალში დებს, დასვრილ ხელებს კი ტილოს აწმენდს.- როგორ ხარ?

- კარგად,- ავტომატურად ამოთქვამს, გრძნობს ჯინის მკლავებს ბეჭებზე და ისიც უნებურად ეხვევა.- მაგრამ...

სიტყვებს ვერ აწყობს, სოკჯინი კი მის უკან აპარებს მზერას, სადაც თეჰიონს ხედავს სახეზე ეშმაკური ღიმილით.

ადონისიWhere stories live. Discover now