12

753 84 14
                                    

მას შემდეგ, რაც ჯონგუკი ჯიმინს ესტუმრა, სახლში აურზაურია. ომეგა ცდილობს მეგობარს საქმე შეუმსუბუქოს, ჯიმინი კი მუდმივად წუწუნებს, რომ რვეულის ხელში ტარებით არ იღლება.

- რა ჩემი ბრალია? შენმა ქმარმა დამავალა,- პასუხობს ჯონგუკი და ხელიდან აცლის საცოდავ რვეულს, სადაც სიდი ასოებით 'მეზიზღებით' წერია.

- გუშინ ვიცი რომ სახლში არ მისულხარ,- ბუზღუნებს ჯიმინი და მეგობარს უკან მიჰყვება,- ტაქსის მძღოლს დავურეკე და თქვა რომ ზუსტად იმ მისამართზე მიგიყვანა, სადაც თეჰიონი ცხოვრობს.

წარბებს ათამაშებს ეშმაკურად, ჯონგუკი კი ადგილზე შეშდება და ხელში აღებულ ჭიქას უკან აბრუნებს.

- მერე რა.

- რა გინდოდა თეჰიონთან,- წარბებს უთამაშებს და გვერდებზე ჩქმეტს, ჯონგუკი კი იბნევა, არც კი იცის რომელ სოროში შეძვრეს.- ვიცი ასე არ წამოხვიდოდი იქიდან.

- თეჰიონთან ვიყავი, კი,- ბუზღუნით ამოთქვამს და ზურგს აქცევს, რომ მისი სახე ვერ დაინახოს.

- მერე? ნასვამი იყავი, ჯონგუკიი,- წუწუნებს ჯიმინი,- თქვი.

- მასთან ვიწექიი, კმაყოფილი ხარ? შევრიგდით,- ყვირის და ბოლოს ეცინება,- შევრიგდით.

ღიმილით ამოთქვამს და მეგობრის პატარა თითებს ეპოტინება.

- თავი ასე ბედნიერად ჯერ არ მიგრძვნია, გესმის?- ლამის ბავშვივით ხტუნვა დაიწყოს

- ბედნიერი ვარ შენ გამო, ჯიჰუნმა მოაწერა ხელი?

- არ ვიცი, არ მიკითხავს, ხვალ დილით ვკითხავ,- იბუზება და თავს გვერდით აბრუნებს.

- ნუ მოიწყენ, აი ნახავ, ბედნიერი იქნები,- ამხნევებს პაკი და საერთოდ თავს ანებებს ამ თემაზე საუბარს.

   **

მოსაღამოვებულს ნამჯუნის სახლში სულ მცირე ათი სტუმარი მაინც არის. უმეტესობა კი მისი კოლეგები, რომელბმაც იცოდნენ მისი დაბადების დღის შესახებ და სულ რაღაც ერთი საათით შემოიარეს. კიმს დიდად არ სურს მათთან ერთად დროის გატარება, მისთვის ჯონგუკი და თეჰიონის გვერდით ყოფნაც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგან თქვეს უარიც ვეღარ უთხრა. ყველაზე მეტად ის ანერვიულებს, რა იქნება თუ წვეულებაზე ჯიჰუნიც მოვა.

ადონისიWhere stories live. Discover now