8

710 96 18
                                    

თეჰიონთან პაემნები იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე ჯონგუკს წარმოედგინა. სახლში გახარებული ბრუნდება მიდმივად, გაკრეჭილი ათავლიერებს ტელეფონში მათ ფოტოებს, მაგრამ ძილისპირულზე მისულს ახსენდება სახლში მცხოვრები ალფა, რომელიც ქმრის მოვალეობებს ნაწილობრივ ასრულებს, არც კი, მხოლოდ სახელიღაა შემორჩენილო.

ჯონგუკს მოთმინების გარდა არაფერი დარჩენია, მამის დარიგებას ისმენს და ითვალისწინებს. სჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ უნდა რომ სწრაფად მოხდეს. თავს დამნაშავედ გრძნობს თეჰიონთან, რომ ატყუებს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, ცუდ მდგომარეობაში არ სურს ჩააგდოს.

ნიშნობის საღამო არც ისე მშვიდად ჩავლილა ჯონგუკისთვის, დაღლილს და ცრემლებისგან დაცლილს მამის მუხლებზე ჩაეძინა, როგორც ადრე, ბავშვობაში.

   **

- ჯონგუკ,- ისმის მარკის ხმა ოთახში, საწოლზე წამოწოლილი ომეგა კი მაშინვე იწევა,- ჯიმინმა მითხრა რომ მეძახდი.

- ხო, რაღაც მინდა გითხრა,- ლუღლუღებს ხმადაბლა და თითებს აწვალებს. მარკი ხვდება. რომ შვილს რაღაც სერიოზული აწუხებს, რადგან თითებს ასე არ დაიმტვრევდა სხვა შემთხვევაში,- ჯერ მინდა ბოდიში მოვიხადო ყველაფრის გამო. იმის გამო, რომ ხანდახან ცუდად ვიქცეოდი და სათანადო შვილი არ ვიყავი.

- ამას რატომ ამბობ? შენ ყოველთვის ჩემი საამაყო ვაჟი იყავი,- ლოყაზე ეფერება ომეგას,- რა მოხდა? ყველაფერი მითხარი.

- მამა მინდა რომ ჯიჰუნს დავშორდე. სული მეხუთება, გული მეკუმშება, მის გვერდით ყოფნა არ შემიძლია, თითქოს თავს დაბმულად ვგრძნობ,- გრძნობს როგორ უსველდება ლოყა,- გთხოვ, დამეხმარე.

- კი მაგრამ, შენ ხომ... თქვენ ხომ ბედნიერები იყავით?- გაოგნებული ძლივს ალაგებს სიტყვებს.

- მამა,- თვალებს ხუჭავს და ჰაერს ძლივს ისუნთქავს,- ჯიჰუნი მღალატობს. უკვე რამდენი ხანია. ამაში დავრწმუნდი კიდეც, როდესაც საკუთარი თვალი ვნახე.

ადონისიWhere stories live. Discover now