2

852 101 27
                                    

ჯონგუკისთვის რთულია უყუროს თავის ქმარს, როგორ ყრის ფეხსაცმელებს შემოსასვლელში, ჩანთას დივანზე აგდებს კოსტუმთან ერთად, მშიერი სამზარეულოსკენ მიემართება და მას მხოლოდ ერთ გამარჯობას უგდებს. შემდეგ არის ლოდინი ვახშმის დასრულებამდე, მაგიდის ალაგება, დასვრილის გასუფთავება. ჯიჰუნი კი მანამ იძინებს, სანამ ომეგა საწოლამდე მიაღწევდეს.

- გძინავს?- ხმადაბლა კითხულობს გუკი, იმის იმედით, რომ ქმრისგან რამე პასუხს მაინც გაიგებს. ოდნავ უახლოვდება და ზემოდან აკვირდება ალფას, რომელიც მშვიდად ფშვინავს.- ძილინებისა.

საწოლს მეორე მხრიდან უვლის. ჯდება, მაისურს იხდის, ბალიშზე ხელს ასრიალებს და წამიერად უდგება თვალწინ თეჰიონის სახე, ლამაზი შავი კულულები და თვალები.

ღრმად ოხრავს, ბალიშს და პლედს ხელს ავლებს და მისაღებში გადის, შემდეგ კი დივანზე კომფორტულად თავსდება.

დილა არც ისე სახარბიელოდ იწყება. ეზოში ძაღლის ყეფა, კატის კნავილთან ერთად. მანქანების გუგუნი და კიდევ უამრავი ხმა. გუკს ექვს საათზე უწევს გაღვიძება და ოთახში ჩუმად შეპარვა, რომ ალფამ მისი იქ არ ყოფნა არ გაიგოს. ჩუმად დებს ბალიშს საწოლზე, პლედს კი სავარძელზე და სამზარეულოში ჩადის საუზმის მოსამზადებლად.

ზუსტად რვაზე ჯიჰუნის ხმაც ისმის კიბეებზე, ისევ ჰალსტუხს იკრავს, ამჯერად ცხვირზე მრგვალი სათვალეები წამოესკუოებინა, თან ტელეფონზე ესაუბრება ვიღაცას აწითლებული.

- დამეხმარე, გთხოვ,- ტუჩების მოძრაობით ანიშნებს და ისიც მაშინვე მიიწევს მისკენ. მისი სურნელი, აღარ არის იმდენად სასიამოვნო გუკისთვის, როგორც ადრე. ერთი შეყნოსვით რომ თავბრუს ახვევდა. ახლა უბრალოდ ჩვეულებრივი მოცვის სურნელი, იმ განსხვავებით, რომ სხვა ალფების სუნთან შედარებით, ოდნავ უფრო მძაფრია მისთვის.

- დავასრულე,- ამბობს და ხელებს სწრაფად უშვებს. არც საყელოს გასწორება, არც კოცნა ლოყაზე. ჯიჰუნი რამდენიმე წუთით გაშეშებული დგას იმის იმედით, რომ რამეს მიიღებს მეუღლისგან, თითქოს რაღაც დანაკლისს გრძნობს.- უკვე მიდიხარ?

ადონისიWhere stories live. Discover now