5

766 97 31
                                    

უღიმღამო დღის დასასრული უფრო ლოგიკურადაც შეიძლებოდა განეხილა მას. მაგალითად, ისტერიკის მოწყობა, თავზე ყველაფრის ჩამომხობა, სახეში დარტყმა, სახლიდან გაგდება, თან იმის ყვირილით, რომ განქორწინებას მოითხოვს, მაგრამ არა.

ჯონგუკი მშვიდად ზის სავარძელზე, ხელში სავსე ჭიქით. ყავას ათასში ერთხელ სვამს, ისიც მაშინ, როდესაც შინაგანად ზედმეტად ნერვიულობს, რაღაცას განიცდის ან საშინლად გაბრაზებულია. ერთგვარი დამამშვიდებელია მისთვის.

უკვე ღამის სამი საათია, უფროსწორედ, ოთხის წუთები, მას კი წამითაც არ დასძინებია. მტკიცედ ზის, ქვასავით და მიუხედავად ამისა, თავში მაინც მილიონობით აზრი უტრიალებს. ჯიჰუნმა პირველმა უღალატა, მან სხვა ომეგაში გაცვალა, ის კი სულელივით იმას ფიქრობდა, დაბრუნებოდა და დაევიწყებინა, რომ მის მიმართ უკვე აღარანაირი გრძნობა არ გააჩნია.

მათ შორის ყველაფერი დასრულდა, ჯონგუკი აუცილებლად განქორწინდება, ეს გარდაუვალია. ასე რომ, დროა საქმეს შეუდგეს.

ფიქრებიდან კარის ხმაზე ფხიზლდება. ჯიჰუნი მშვიდად შემოდის სახლში. მისაღებში ანთებული შუქი აკვირვებს, საბოლოოდ ამჩნევს დივანზე მჯდომ ჯონგუკს, რომელიც ჩართულ, მაგრამ ხმაგათიშულ ტელევიზორს აშტერდება.

- რატომ არ გძინავს?- კითხულობს მშვიდად და წინ მოიწევს.

- მოსულხარ,- რბილად იღიმის, ენას აწკლაპუნებს და ნახევრად ცარიელ, ცივ ყავს მაგიდაზე დგამს.- დაიღლებოდი სამუშაოზე.

ფეხზე დგება, ქმარს ჩანთას და პალტოს ართმევს, შემდეგ კი დივანზე აწყობს.

- ხო, დღეს ზედმეტად დამღლელი დღე იყო,- ოხრავს ჯიჰუნი,- რამე მოხდა?

- რა უნდა მომხდარიყო?- მაშინვე უბრუნებს პასუხს სამზარეულოსკენ წასული ჯონგუკი,- გშია?

- არა, დღეს მე და ნამჯუნმა ერთად ვისადილეთ,- სუსტად იღიმის და კოსტუმსაც იხდის.

ადონისიWhere stories live. Discover now