1

2K 132 204
                                    

სახელმწიფო რომელიც დაუძლურებულიყო, მიწა რომელსაც ზედაც არავინ უყურებდა მეფემ გააძლიერა?

რატომ არის ეს სახელმწიფო ახლა ყველაზე ძლიერი? რატომ უნდა ყველას მეფის ასე ხშირად ნახვა?? მასთან საუბარი??

მეფე, ხანში შესული მამაკაცი. კეთილი და ღვთისნიერი ადამიანი, კაცი რომელიც ლმობიერებას იჩენს ადამიანების მიმართ და უფლებას აძლევს მათ სიცოცხლის შანსი მეორედ გამოიყენონ.

მეფე რომელსაც შვიდი ვაჟი ჰყავს, შვიდი ერთმანეთზე მშვენიერი უფლისწული.

ხუთამდე ცოლი და ერთი კანონიერი მეუღლე. ბავშვებისთვის სამაგალითო მამა და სამაგალითო მეფე!

- მბრძანებელო, იქნებ ადრეა ამაზე საუბარი? - დედადედოფალი ცდილობს მეფის კითხვებს ყურადღება არ მიაქციოს.

- ვხვდები სულთანო, თანდათან ვსუსტდები მე კი ამდენი მშვენიერი უფლისწული მყავს. ისინი ჩემს ადგილს ადრე თუ გვიან დაიკავებენ მინდა ზეგ საღამოს ნადიმი გაიმართოს.

- ნადიმი?

- უფლისწულებს ხვალ სანადიროდ წავიყვან, მინდა გამოვცადო მათი ოსტატობა.

- და ნადიმი? - დედადედოფალი კვლავ წინა კითხვას უბრუნდება და მეფეს ღიმილით აკვირდება - ეს რისთვისაა?

- მინდა მონები მოიყვანოთ, თითოეული ლამაზი ქალბატონი ამას თქვენ და დედოფალს მოგანდობთ - თქვა ღიმილით და ფეხზე წამოდგა - ჩემი უფლისწულებისთვის შესაბამისი საცოლე უნდა შევარჩიოთ.

- კარგით შვილო - გაუღიმა დედადედოფალმა.

ყვირილი!

ტირილი!

გარშემო მხოლოდ ეს ისმის.

გოგონების განწირული ყვირილი, მოდგმა და ვედრება.

პატარა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ბავშვები რომლებიც დედას ითხოვენ.

თავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი ძალით როზგავდნენ.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now