20

610 78 101
                                    

- ელა! გეყოფა მოდი - უკვე რამდენიმე დღე გასულიყო რაც ელას ეძებდნენ თუმცა უშედეგოდ. ჯონგუკი კი თითქმის ყოველ მეორე დღეს მოდიოდა გოგონას სანახავად.

- რა მოხდა ჯონგუკ? ყველაფერი არეულია! უნდა დავალაგო!!

- კარგი რა აქ მოდი! - ბიჭმა გოგონა დაიჭირა და ხელის ერთი მოძრაობით მის გვერდით დასვა ხის სკამზე.

- რაღაცაზე საუბარი მინდა....

- გისმენ მაგრამ სწრაფად შეხედე ჩემი სახლი რას გავს!! - დაიბუზღუნა ელამ და ხელები გადააჯვარედინა მაგრამ როგორც კი ჯონგუკის თბილ გამოხედვას და ღიმილს შეეჩეხა მაშინვე მასაც გაეღიმა და მოდუნდა - კარგი დაიწყე.

- უკვე დიდი  ხანია ამის თქმა მინდა მაგრამ ვერ შევძელი....შენ მუდამ იუნგისთან იყავი, მუდამ მასთან ბედნიერად გრძნობდი თავს მაგრამ....ახლა როცა მისგან გაიქეცი და ახალი ცხოვრება დაიწყე მინდა ყველაფერი გითხრა. გითხრა რას ვგრძნობ შენს მიმართ, მინდა გაიგო რომ თავიდანვე შენით მოვინუსხე, შენი გამოხედვა, შენი ღიმილი, საუბრის მანერა, ქცევები ყველაფერი მაგიჟებს!! საოცრება ხარ!! მინდოდა ჩემი რჩეული გამხდარიყავი მაგრამ თავიდანვე იუნგიმ აგირჩია, მაგრამ მინდა იცოდე რომ მასზე მეტად მიყვარხარ! არმჭირდები ძალაუფლებისთვის შენთან ოჯახი მინდა!! მინდა ერთად ვიცხოვროთ ჩვენს პატარა პრინცესებთან და პრინცებთან ერთად. უბრალოდ გავიქცეთ ძალიან შორს და გპირდები იუნგისგან დაგიცავ!!! არმივცემ უფლებას რომ მან წაგიყვანოს!!

- ჯონგუკ....- ბიჭმა გააჩერა და მისი თეთრი, ცივი ხელები მისაში მოიქცია.

- არ გაჩქარებ რამდენიმე დღეს მოგცემ..

- ჯონგუკ მე იუნგის რჩეული ვარ.

- ვიცი! ვიცი მაგრამ შემიძლია თავი შეგაყვარო...შემიძლია ბედნიერი გაგხადო - კიდევ რაღაც უნდა ეთქვა ჯონგუკს მოულოდნელად ხის კარი ხმაურიანად რომ გაიღო იქედან კი ტაშის კვრით იუნგი შემოვიდა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now