გოგონამ დილით ძალიან ადრე გაიღვიძა, ფეხზე წამოდგა და კარადაში შეძვრა ათასნაირი კაბა მოიზომა და ბოლოს ლურჯი, მარგალიტებით შემკული, წელში გამოყვანილი კაბა ჩაიცვა.
თმა გაიშალა და ასევე მარგალიტები ჩაიმაგრა, საკუთარი თავით კმაყოფილი იყო ამიტომ ერთი ჩაიღიმა და ოთახიდან გასვლა დააპირა როცა ჩახველება მოესმა და მაშინვე დამნაშავის ღიმილი აიკრა სახეზე და მეფისკენ შებრუნდა.- იუნგ.. გღვიძავს?
- უკვე დიდი ხანია, ვუყურებდი ჩემი მეუღლე როგორ ემზადებოდა იქ წასასვლელად სადაც არ ვუშვებ..- თვალი აარიდა იუნგიმ ელას.
- არ უშვებ? არა გუშინ თქვი რომ უშვებ! არვაპირებ აქ ყოფნას მაინც წავალ!
- ჩემს დაუკითხავად? - ბიჭმა გვერდულად ჩაიცინა გოგონას ხელი დაავლო და ლოგინზე მის ხელებში მოაქცია - თუ არ გაგიშვებ რას იზამ? - ცხვირზე ცხვირი გაუხახუნა და რბილი კოცნა დაუტოვა ტუჩებზე - იცოდე რამე თუ მოგივა შენ ან ჩვენს შვილს პასუხისმგებელი ხარ!
- კარგი! - ღიმილით წამოიძახა გოგონამ და კვლავ ფეხზე წამოდგა - წავედი!
- მცველები წაიყვანე!
- კარგი! კარგი! - გოგონა სწრაფად შევიდა სარას ოთახში და წყვილი დააღვიძა, სარას უთხრა რომ გარეთ დაელოდებოდა და თავად სასახლის ტბასთან დადგა სადაც თავს ყველაზე მშვიდად გრძნობდა მალევე ნაბიჯების ხმა მოესმა გაუხარდა ეგონა სარა იყო მაგრამ შეცდა, იქ პრინცი ჯინი დახვდა.
- მოგესალმებით დედოფალო - თავი დახარა ჯინმა.
- დილამშვიდობის. - მშვიდად თქვა ელამ.
- ძალიან კარგად გამოიყურებით.
- გმადლობთ.
- იმედი მაქვს მეფე კარგად არის....- თქვა ბიჭმა და გოგონას მუცელს შეხედა - და თქვენი პატარაც, ვიმედოვნებ მშობლების ცოდვებს არ შეეწირება...- გოგონას შეეშინდა კარგად იცის რომ ეს პრინცის ნამიოკი იყო.
YOU ARE READING
ალისფერი სისხლი (დასრულებული)
Historical Fictionთავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი ძალით როზგავდნენ. ∆ - სასახლეში იპარებოდი? - გაკვირვებულმა იკითხა ელამ - როგორ ბედავ? - შენ კი სას...