19

605 72 84
                                    

გოგონა მშვიდად იჯდა მინდორში და მის სამაჯურზე თამაშობდა, სამაჯურს უყურებს და ეღიმება როცა ახსენდება როგორი სიხარულით არჩევდნენ ის და არეუმი. 

უკვე რამდენიმე თვეა რაც იუნგი მეფე გახდა. ელასთვის თითქმის დრო არც კი რჩება მაგრამ ამას ელა არ იმჩნევს რადგან იცის რომ ძალიან რთულია, მოულოდნელად დაატყდა ყველა პასუხისმგებლობა იუნგის თავს.

გოგონა კიდევ დიდხანს იჯდა და გარემოს უყურებდა, საღამო ხანს ფეხზე წამოდგა და გადაწყვიტა იუნგი მოენახულებინა.

ნელა, დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა იუნგის ოთახისკენ ასე თუ ისე ის ახლა მომავალი დედოფალი იყო, მეფის რჩეული.

ელა კარს მიუახლოვდა და მცველებს თხოვა შეეშვათ.

- მაპატიეთ პრინცესა მაგრამ მბრძანებელი დაკავებულია.

- უთხარით რომ პრინცესა ელა ეახლა დარწმუნებული ვარ შემიშვებს.

- ქალბატონო მეფე დაკავებულია - კვლავ გაიმეორა დაცვამ.

- რას აკეთებს?

- მას პრინცესა ჰყავს ოთახში - ჩუმად თქვა დაცვამ ამ სიტყვების გაგონებაზე კი ელამ ერთი  ნაბიჯით უკან დაიხია - მაპატიეთ ქალბატონო მეფის ბრძანებით მასთან ვერავის შევუშვებთ.

- რას ნიშნავს პრინცესა? - აცრემლებული თვალებით ჩაილაპარაკა ელამ - იტყუებით ხომ ასეა??

- მაპატიეთ გთხოვთ აქაურობას გაეცალოთ - მოულოდნელად იუნგის ოთახიდან ხმები გაიგო, სიცილის ან უფრო კისკისის. რათქმაუნდა საყვარელი ადამიანის სიცილი მარტივად იცნო.

- ეს მისი პირველი პრინცესაა??

- ეს.. - დაცვას რაღაც უნდა ეთქვა მოულოდნელად რომ არსაიდან პრინცი ჯონგუკი გამოჩნდა.

- ელა მგონი ჯობია აქაურობა დატოვო.

- მერამდენე პრინცესაა? მერამდენედ არის მის ოთახში? რამდენი იყო მანამდე? - ამჯერად ჯონგუკს მიუბრუნდა გოგონა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now