- პრინცო სერიოზული საქმე მაქვს შენთან.
- გისმენთ ბრძანებელო - იუნგი მეფის წინ სრულიად მშვიდად იჯდა.
- მალე ტახტი უპატრონოდ დარჩება.
- ამას რატომ ამბობთ მამა? თქვენ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ და კიდევ დიდხანს ასე იქნება!
- იუნგ, უკვე წლებია საწამლავს ვსვამ. წლებია დედოფალი ცდილობს მომკლას..
- რაა?? კი მაგრამ რატომ სვამთ კვლავ??
- როცა გავიგე რომ საწამლავს მაძლევდნენ შევწყვიტე მაგრამ გვიანი იყო....ჩემ ორგანიზმს საკმაოდ მოედო.
- მამა იქნებ რამე გავაკეთოთ?? გთხოვთ ამას ვერ დავუშვებ!
- ჩემო ბიჭო - ლოყაზე ხელი მოუსვა მეფემ იუნგის - ეს ტახტი შენ გეკუთვნის ხომ იცი?
- მამა ასე ნუ ლაპარაკობთ!!
- არ მინდა გასაჯაროვდეს, ვიცი თუ რამეს გაიგებენ სასახლეში შენც მოგკლავენ გთხოვ ფრთხილად იყავი, მინის ვაჟს არაფერი უნდა დაემართოს!
- მამა!
- პრინცები დაიცავი და შენს რჩეულ პრინცესას გაუფრთხილდი! ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ მაგრამ ეს ტახტი შენია - გაეცინა კაცს და წერა განაგრძო.
∆
- პრინცო ჯონგუკ! - გაისმა ელას ხმა - როგორ ხართ?
- კარგად ელა თავად?
- კარგად...მინდოდა იუნგიზე მეკითხე კარგად არის? მხარი როგორ აქვს?
- ნუ ნერვიულობ ყველაფერი რიგზეა, ახლა ბრძოლაც შეუძლია.
- სასახლეშია?
- არა შენს უკან დგას.
- რაა?? მართლა??? უთხარი წავიდეს!!
- გეხუმრე ელა ის სასახლეშია და ძალიან ბევრი საქმე აქვს, შენს სანახავად ვერ მოვა.
- პრინცო ჯონგუკ! - ამაზე ბიჭი სიცილით გაიქცა.
- იდიოტი მინ იუნგი! - ჩუმად ჩაილაპარაკა ელამ - მაკოცა და ახლა არც კი ჩანს! რა პასუხს გასცემს პრინცს რომლის რჩეულიც ვარ?
YOU ARE READING
ალისფერი სისხლი (დასრულებული)
Historical Fictionთავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი ძალით როზგავდნენ. ∆ - სასახლეში იპარებოდი? - გაკვირვებულმა იკითხა ელამ - როგორ ბედავ? - შენ კი სას...