5

830 88 32
                                    

ელა სასახლის წინ მყოფი კლდეს მიუახლოვდა იქვე დაჯდა, ისე რომ ყველაფერი გამოჩენილიყო. უყურებდა პრინცებს როგორ დარბოდნენ აქეთ-იქით, როგორ ვარჯიშობდა ჯინი ხმლის გამოყენებაში, ხოლო ნამჯუნი წიგნს კითხულობდა აი პატარა ჯონგუკი კი ძმისგან ცდილობდა რაღაცეები ესწავლა.

ელას გაეღიმა, შეიძლება ერთ დღეს მათთან ერთად იცხოვროს, ყოველდღე ხედავდეს პრინცებს და მათთან ერთად თავადაც ერთობოდეს.

- აქ რას აკეთებ? - გაიგონა უკნიდან ხმა, ხმა რომელიც პირველად არ ესმის.

- აჰჰ თავად  ქურდს  რა უნდა აქ?  - თვალი აარიდა ელამ იუნგის.

- არ მესმის რატომ არაფერი გსმენია იმაზე რომ პრინცს ზრდილობიანად უნდა  ელაპარაკო? - გვერდით დაუჯდა იუნგი ელას.

- ნადიმზე არ ყოფილხარ! რანაირი პრინცი ხარ?!?

- ნადიმზე პრინცები მათი საცოლეების შესარჩევად მოდიან აუცილებელი იყო იქ ვყოფილიყავი?  თანაც მე იქ ვიყავი!

- სასახლეში არასდროს ჩანხარ!

- სასახლეში ნამყოფიც არ ხარ  საიდან იცი?

- აიშ თავი დამანებე!

- ლი ელა, 19 წლის. მონა რომელიც ახლა პრინცესაა და შესაძლოა დედოფალიც გახდეს? - ჩაიცინა ბიჭმა.

- საიდან იცი ამდენი?

- პრინცი ვარ მეთქი პრინცი!!

- არ მჯერა!

- ვინმეს რჩეული გახდი?

- რა შენი საქმეა? - ბიჭმა მხრები აიჩეჩა და საჭმელი რომელიც ხელში ეჭირა პირისკენ წაიღო - თუ პრინცი ხარ სასახლეში რატომ არ ჭამ?

- არ მომწონს იქ ყოფნა - ჩაილაპარაკა იუნგიმ და გოგოს საჭმელი გაუწოდა - გინდა?

- არა.

- შენ რატომ ხარ აქ?

- არვიცი.....მე...უბრალოდ არ მინდა იქ ყოფნა - ანიშნა სასახლისკენ.

- გეშინია რომ მეფის რჩეული გახდები?

- ხო.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now