11

706 75 68
                                    

თეჰიონმა მამის ოთახი დატოვა და თავად მისი ოთახისკენ აიღო გეზი. იცის იქ ელოდება გოგო რომელიც არც კი უყვარს, ნანახიც კი არ ყავს. მაგრამ მეფის ბრძანებას წინ ვერ აღუდგება, ოთახისკენ მიმავალმა არეუმი დაინახა რომელიც უბრალოდ იუნგის ოთახის წინ იდგა და ფანჯრიდან იყურებოდა.

- არეუმ?

- პრინცო - თავი დახარა არეუმმა და ზურგი აქცია - თქვენი ხარჭა ოთახში გელოდებათ.

- შენ გთხოვეს მისი მოყვანა?

- დიახ, ბრძანებელმა თქვა რომ მე შემერჩია საუკეთესო გოგონა თქვენთვის.

- და ასე მშვიდად საუბრობ? სულ არ გაინტერესებს ჩემი გრძნობები?? დადექი და მართლაც შემირჩიე ხარჭა?

- გოგონა გელოდებათ - თავი დახარა არეუმმა და პრინცს გაეცალა ტირილით.

თეჰიონმა კვლავ ჩაიხვნეშა და ზიზღით შეაღო მისი ოთახის კარები, იქ შესულს კი ლოგინზე მჯდარი თავჯაღუნული გოგონა ეჯდა.

- მოგესალმებით პრინცო - გოგონა ფეხზე ადგა პრინცი მივიდა და თავსაბური მოხსნა გოგონას - მეფის ბრძანების მიხედვით მე და თქვენ...- ბიჭმა საუბარი გააწყვეტინა გოგონას.

- არ გეგონოს რომ შენთან რამე მექნება.

- მაგრამ ბრძანებე....

- გითხარი არაფერი მექნება თქო - იყვირა თეჰიონმა და გოგონა ძლიერი ბიძგით კედელზე მიაჯახა თვითონ კი მხრებში ხელი ჩაავლო და განრისხებული თვალები მიაპყრო - გინდა შენთან რამე მქონდეს?? გინდა ხვალ მკვდარი იყო?? - იყვირა თეჰიონმა.

- მე უბრალოდ - ამოისლუკუნა გოგომ - მეფემ...

- არ მაინტერესებს! სხვა მიყვარს სხვა! რომც მომკლან შენთან არაფერი მექნება, მთელი ღამე აქ იქნები ხვალ დილას კი ნასიამოვნები სახით გახვალ აქედან გასაგებია? გესმის?

- კი..კი მესმის.

- ძალიან კარგი თუ გოგო სახელად არეუმი ხვალ რამეს გკითხავს უთხარი რომ ვნებიანი ღამე გვქონდა, მეფესაც ასე უთხარი ჭორები გაავრცელე რომ პრინცმა თეჰიონმა ცეცხლოვანი ღამე გაჩუქა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now