13

689 77 109
                                    

გოგონა კლდესთან ახლოს იჯდა, მუხლებზე თავი დაედო და ბალახზე თამაშობდა. როცა დაინახა ცხენი, მისთვის ძალიან ნაცხობი ცხენი!

- იუნგი?  - ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა - უკვე ერთ კვირაზე მეტია ბიჭი არ უნახავს, სწრაფად ჩაირბინა მისი ვარდისფერი კაბით და სასახლის კარიბჭეს მიუახლოვდა - მინ იუნგი! - იყვირა გოგონამ და როცა გვერდით მიმჯდარი შეკოჭილი ბიჭი დაინახა გაჩუმდა მაგრამ ისევ იუნგის მიუბრუნდა რომელიც სრულიად ცივი თვალებით უყურებდა.

- რა გნებავს პრინცესა? ნუთუ არ იცი კვლავ როგორ უნდა ესაუბრო პრინცს! - იყვირა ბიჭმა, ელა კი იუნგის ამ ტონმა გააღიზიანა მაგრამ დაწყნარებულად დაიწყო საუბარი.

- კარგით პრინცო იუნგი, არმაინტერესებს რატომ არ ჩანდით, სად იყავით და რას აკეთებდით მაგრამ მე რატომ დამტოვეთ თქვე იდიოტო პრიცნო! -  იყვირა და იუნგის წვდა - რატომ? ასე გიყვარვარ?

- ერთხელ მაინც შენთვის მითქვამს რომ მიყვარხარ? - მშვიდად თქვა იუნგიმ და ბიჭს ხელი გააშვებინა - არასდროს მყვარებიხარ ლი ელა, შენ ჩემი რჩეული არ ხარ! ამიტომაც გამოგიყენე ესაა და ეს - თქვა და ჰოსოკს მიუბრუნდა - წამოდი მეფე გველოდება.

ორივე მათგანი იქაურობას მოშორდა, ელამ უკან დაიხია და ტირილი დაიწყო, ნუთუ მართლა ასეთია მისი სიყვარული? ასეთი ნაბიჭვარი შეუყვარდა? რატომ? რატომ მაინც და მაინც ის?

მართალია... მინ იუნგის ელასთვის არც არასდროს უთქვამს სიტყვა -მიყვარხარ-

ელა ოთახში დაბრუნდა უბრალოდ იჯდა და არაფერს ამბობდა.

- ელა? რა მოხდა? კარგად ხარ? - წრეებზე დადიოდა არეუმი - ასე უცბად რა დაგემართა?

- პრინცი დაბრუნდა - ჩუმად ჩაილაპარაკა ელამ.

- ნახე?? რა გითხრა? ჩაეხუტე?

- მითხრა რომ ყველაფერი თამაში იყო.

- პრინცები გეახლათ მბრძანებელო.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now