7

793 81 115
                                    

უკვე სამი კვირა გავიდა პრინცი ნამჯუნის გარდაცვალების მერე. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა იუნგი არ ცდილობს ელას ნახვას, ელაც არ ინტერესდება ბიჭით უბრალოდ თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს და ყველა გაკვეთილს გულმოდგინედ ესწრება.

აიი თეჰიონს და არეუმს უკვე სამი კვირაა ერთმანეთი არ უნახავთ, ბიჭი რამდენიმე დღეში სრულიად დასერიოზულდა, მეფეს ეხმარება და ცდილობს ღირსეული პრინცი გახდეს.

- პრინცესა ელა - მინდორში მიმავალ გოგონას ხმა მოესმა ადგილზე გაჩერდა და უკან გაიხედა.

- პრინცო ჯონგუკ? მოგესალმებით - გოგონამ თავი დახარა, ჯინგუკმაც სწრაფად მიირბინა ელასთან.

- პრინცესა ელა, როგორ გიკითხოთ?

- გმადლობთ კარგად რამ შეგაწუხათ?

- უბრალოდ დაგინახე - გაეღიმა ბიჭს - გავიგე შენი დამსახურებაა ახლა ცოცხალი რომ ვარ, აქამდე ვერ მოვედი.

- უბრალოდ რაც იყო ის ვთქვი - გაეღიმა ელასაც - სამეფოში საქმეები როგორ მიდის?

- ჯერჯერობით კარგად - ამის შემდეგ ელა გაჩუმდა და უბრალოდ გზას გაუყვა, უნდოდა ეკითხა ჯონგუკისთვის მაგრამ ჩუმად მიდიოდა, საბოლოოდ ვეღარ მოითმინა და ჯონგუკს მიუბრუნდა.

- პრინცო..

- დიახ?

- პრინცი იუნგი როგორ არის? სასახლეში არ მინახავს წავიდა??

- არა, ჰიონი სასახლეშია. უბრალოდ ძალიან დაკავებულია.

- კარგი...- ჩუმად ჩაილაპარაკა ელამ და პრინცს თავი დაუხარა - მაპატიეთ გაკვეთილი მეწყება უნდა წავიდე.

გოგონა ოთახისკენ წავიდა სადაც ქარგვის გაკვეთილები უტარდებოდა, მანამდე უნდოდა არეუმს დალაპარაკებოდა მაგრამ ვერსად იპოვა.

სიმართლე რომ ვთქვათ არეუმი და ელა ძალიან დაახლოვდნენ, ისინი ყველაფერს ეუბნებიან ერთმანეთს მაგრამ თავიანთი საიდუმლოებები მაინც აქვთ, ყოველშემთხვევაში  არეუმს ნამდვილად აქვს რასაც ელი მარტივად ხვდება.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now