3

899 93 115
                                    

დღეს ნადიმის საღამო ყოფილიყო, გოგონები ძალზედ ნერვიულონდნენ დღეს ნახავენ პრინცებს. დღეს მათ აქვთ შანსი რომელიმე პრინცს ან თუნდაც მეფეს თავი მოაწონონ.

ელას წითელი კაბა ეცვა, დღესაც კი. მისი კაბა სისხლივით ხასხასა წითელი იყო. ტუჩებზე ღია ფერის პომადა წაესვა თაფლისფერი ბზინავი თმა ჩამოეშალა თავზე კი როგორც ყველას მოკრძალებული გვირგვინი დაესვა.

ყველა ისევე როგორც ელა ბრწყინავდნენ მათი კაბები მოკრძალებული მაგრამ ძალიან ლამაზი იყო.

საღამო დამდგარიყო ყველა რაღაცას ლაპარაკობდა ელა კი კვლავ გაპარვაზე ფიქრობდა, დღეს რომ მეფის რჩეული გახდეს? ამას არ დაუშვებს, კარგად იცის რომ თუ თავს დაზიანება შეუძლია ეს ყველაფერი თავიდან აიცილოს მაგრამ ესეც კი არ სურს. არ უნდა მისი ლამაზი, წმინდა სხეული დაიმახინჯოს.

ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა, ტბასთან იდგა და სასახლეს უყურებდა დღეს პირველად სასახლის ზღურბლზე გადააბიჯებს, ამ ცოდვებით სავსე და მტანჯველ ადგილას შევა.

ღირს კი?

ელამ გაიგონა როგორ დაუძახეს პრინცესები მაგრამ ელა ადგილიდანაც არ განძრეულა არ უნდა! ნამდვილად არ სურს ამ ბრძოლას შეუერთდეს!

ჩუმად გაიხედა უკან და როცა დაინახა არავინ იყო სახლს უკნიდან შემოურბინა, კედელს შეხედა აქედან უნდა გადაძვრეს იცის კარგი დღე არ დაადგება მაგრამ თუ მალე გაიქცევა აქედან ვერავინ ვერაფერს გაიგებს.

ხელებზე ჩამოფხატული კაბა აიწია ხელი დაავლო კიდეში გრძელ კაბას და ხელი ერთ ქვას მოკიდა ნელა მეორე ფეხით კი კედელს მიადო ფეხი. ნელა ცდილობდა კიდეს მიახლოვდებოდა, ვის გაუგია ამხელა კედელი?? გოგონა წვალებით აძვრა კედელზე ის იყო უნდა გადასულიყო ვიღაც რო იქედან გადმოხტა მოულოდნელი ბიძგისგან ელა უკან გადავარდა ეს ბიჭი კი პირდაპირ ზედ დაეცა ელას.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now