18

641 74 115
                                    

უკვე რამდენიმე თვე გავიდა წყვილის დაკარგვის შემდეგ, თითქოს ყველა შეეგუა ამ ყველაფერს.

მეფე მის შემდეგ უფრო მკაცრი გახდა, ყველას მკაცრად ექცეოდა და უფრო სასტიკ გადაწყვეტილებებს იღებდა.

დღეს გადაწყვიტა იუნგიმ მეფესთან შესულიყო, საუბარი სურდა მასთან. უნდოდა გაეგო რას აპირებდა დედოფალზე, იმდენად ბევრი მტკიცებულება ჰქონდა რომ აპირებდა მეფისთვის ყველაფერი მოეყოლა.

- პრინცი გეახლათ.

- შემოვიდეს - სუსტად თქვა მეფემ და როდესაც თანხმობა გაიგონა იუნგიმ მაშინვე მეფესთან შევიდა, თავი დაუხარა და ლოგინის გვერდით დაუჯდა აქ უკვე ჩაწოლილი მეფეს.

- მამა.....როგორ გრძნობთ თავს?

- დღეებიღა დამრჩა იუნგი...

- ასე ნუ ამბობთ მამა.

- იუნგ.....დედოფალი..- ძვლივს ამოილაპარაკა მეფემ.

- მამა??? მამა კარგად ხართ??

- ტახტს და....დაე...პპპატრო....ნნნე...იუნგი...- ესღა თქვა მეფემ და სისხლი ამოახველა, საბოლოდ დახუჭა თვალები, თავი გვერდით გადააგდო და მისი სხეულიც მოდუნდა.

- მამა??? - ფეხზე წამოდგა და მამის სხეული ხელებში მოიქცია - არა!! არა გთხოვთ!!! გთხოვთ გაიღვიძეთ!! ასე არ შეიძლება!!! გემუდარებით!!! - ბიჭი ტირილს არ წყვეტდა, მამის უგონო სხეულს იხუტებდა მოულოდნელად  რომ ყელზე ნაიარევი დაინახა, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი!! გვერდით კი დედოფლის თმის სამაგრი ეგდო! წვეტიანი სამაგრი რითაც მეფეს ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თმისამაგრი რითიც დედამისი მოკვდა.

- გაგანადგურებთ!! - იყვირა გამწარებულმა ბიჭმა რომელსაც თვალები უკვე ჩასისხლიანებოდა, უდიდეს ტკივილს გრძნობდა, ზუსტად ისეთს როგორიც დედის გარდაცვალების დროს იგრძნო. ფეხზე წამოდგა და ქარქაშიდან მისი ხმალი ამოიღო რითაც მხოლოდ დამნაშავეებს კლავს.

დინჯი ნაბიჯებით მიიწევდა დედოფლის კარისკენ, ნელა მიდიოდა თუმცა მის თითოეულ ნაბიჯში იგრძნობდა ბრაზი, წუხილი, ტკივილი და წყურვილი დედოფლის მოკვლისა.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now