14

790 81 90
                                    

ელა ძალით წაიყვანეს მთელი გზა ტიროდა საბოლოოდ უბრალოდ ოთახში შეიყვანეს ხელი დაუმუშავეს და გადაუხვიეს, კაბა გაუსწორეს, მაკიაჟს წინანდელი ფორმა მისცეს რადგან ტირილისგან გაფუჭებოდა, საბოლოოდ კი ისევ ისე გამოიყურებოდა როგორც თავიდან.

- ამას რატომ აკეთებთ?? - ყვირილით იკითხა ელამ - ვის გაუგია სიკვდილის წინ გამოპრანჭული ყოფნა?!??

- მეფემ ბრძანა რომ მასთან მიგვეყვანეთ რადგან თქვენი პრინცის შესახებ ეთქვა ორიოდე სიტყვა, თუმცა თქვენ ერთი ამბავი დააღწიეთ.

- რა??

- თქვენს რჩეულთან წამობრძანდით.

- მეფის რჩეული არ გავმხდარვარ?

- მეფის რჩეული უკვე დიდი ხანია დედოფალია.

- მაშინ ვისი რჩეული გავხდი?

- წამობრძანდით - გოგონა გაკვირვებული მიჰყვებოდა მცველებს, მეფეს მხოლოდ საუბარი სურდა? იდიოტმა კი ხელი გაიჭრა?

დიდი დერეფანი გაიარეს უამრავი პრინცის ოთახს გასცდნენ ბოლოს კი გოგონასთვის ნაცნობ კართან დადგნენ.

- შებრძანდით.

- თქვენ ამბობთ რომ მე პრინცი იუნგის რჩეული ვარ?

- შებრძანდით - კარი გააღეს მცველებმა, ელა ნელა შევიდა ოთახში და დაინახა იუნგი რომელიც აივნის კართან იდგა. კარი დაიხურა ამ ოთახში რომ მხოლოდ ელა და იუნგი დარჩნენ.

- შენთან დაწოლას არ ვაპირებ არ მიყვარხარ - თქვა მშვიდად და შემობრუნდა - ელა? - თვალები ჭყიტა ბიჭმა.

- პრინცო იუნგი - თავი დახარა გოგონამ - რატომ არ მითხარით თქვენი რჩეული თუ ვიყავი?

- ეს სამეფოს წესებს ეწინააღმდეგებოდა, შენ რა მეფესთან არ შეგიყვანეს?

- მეფემ თქვენთან გამომგზავნა.

- და ხელზე? რა დაგემართა? - გოგონამ ხელზე მეორე ხელი მოიკიდა და ბიჭს ყველაფერი უამბო.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now