- მბრძანებელი სად არის? - ელამ ბევრი იფიქრა წასულიყო თუ არა იუნგისთან, უნდოდა მასთან საუბარი ბოდიშის მოხდა....
- ოთახშია, გადავცე რომ ეახლეთ?
- დიახ.
ელა სულ რამდენიმე წამი იდგა მეფის კართან მალევე მიიღო თანხმობა და შიგნით შევიდა. მეფეს თავი დაუხარა და მაშინვე მის სხეულზე გაუშეშთა თვალი.
იუნგი რომელსაც მისი შრამი არ დაეფარა, ყურზე ელას ნაჩუქარი საგანგებოდ იუნგისთვის გაკეთებული საყურეები და მისი შავი მოსასხამი...სხეულზე კი საუბარიც არ იყო.
- ეგრე აპირებ დგომას?
- შრამი დაუფარავი რატომ გაქვთ? მსახურებმა რომ დაგინახოთ??
- ბრძანება ისე გავეცი რომ ზურგით ვიდექი, საერთოდაც შენ რატომ გადარდებს ეს ყველაფერი? - უხეშად იკითხა იუნგიმ.
- მაპატიეთ...თქვენში ეჭვის არ უნდა შემპარვოდა - თავი დახარა ელამ.
- თქვენში? ფორმალურად მესაუბრები ლი ელა??
- ვიცი რომ გაბრაზებული ხართ...
- შენ მოღალატე მიწოდე! - იყვირა იუნგიმ - ათასი საშინელება! უგრძნობი მიწოდე ნუთუ ასეთი ვარ შენს თვალში ელა?
- მაპატიეთ...ეს უბრალოდ...
- უბრალოდ გაბრაზებულ გულზე მითხარი არა? - გვერდულად ჩაეცინა იუნგის და გოგოსკენ სვლა დაიწყო - თუ იმიტომ რომ ჩემი ძმა შეგიყვარდა?
- ასე ნუ ამბობთ - ცრემლი ჩამოუგორდა ელას - იცით რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ.
YOU ARE READING
ალისფერი სისხლი (დასრულებული)
Historical Fictionთავზე ტომარა ჩამოცმული ახალგაზრდა ასულები რომლებსაც ხელებიც და ფეხებიც კი შეკრული ჰქონდათ, წამებით ფეხშიშველი მოჰყავდათ ტყეში თან უყვიროდნენ და მთელი ძალით როზგავდნენ. ∆ - სასახლეში იპარებოდი? - გაკვირვებულმა იკითხა ელამ - როგორ ბედავ? - შენ კი სას...